1. სააგლომერაციო მანქანის ქურის გაზის სანთურების ანთებისას უნდა:
ა) ჩაირთოს ექსჰაუსტერი;
ბ) გაიხსნას ქურის ქვეშ განლაგებული ვაკუუმ-კამერების საკვალთები;
გ) ჩაირთოს ვენტილატორი;
დ) გაჩაღდეს ქურაში სანთურების ქვეშ კოცონი;
ე) გაიხსნას ჰაერის საკვალთი;
ვ) გაიშვას გაზი სანთურებში მხოლოდ მას შემდეგ, როცა კოცონი კარგად გაჩაღდება ან მიღებულ იქნება სხვა ზომები უწყვეტი ანთების უზრუნველსაყოფად. გაზი უნდა გაიშვას თანდათანობით ქსელში ნორმალური წნევის დროს. ჩირაღდნით გაზის ანთება დასაშვებია მხოლოდ მოკლე ხნით გაჩერებების შემდეგ, როცა ქურის კედლები არაა გაცივებული.
2. აგლომანქანის სათავსი განცალკევებული უნდა იყოს კედლით მანქანის განმტვირთავი ნაწილიდან შენობის მთელ სიმაღლეზე.
3. აგლომანქანის განმტვირთავი ნაწილი, სამსხვრეველა, ცხავები და ღარი იზოლირებული უნდა იყოს ასპირაციის სისტემასთან მიერთებული გარსაცმებით.
4. აგლომანქანის ამნთები ქურის კედლებს და კამერებს უნდა ჰქონდეს თბოიზოლაცია. ქურის ზემოთ მოწყობილი უნდა იყოს ზონა გამწოვი მილით, რომელიც გაყვანილია შენობის ყველაზე მაღალ ნაწილზე 1-2 მ-ით მაღლა და აღჭურვილია დეფლექტორით.
5. ქურის იქით საშემცხობლო მანქანის გასწვრივ უნდა ჩამოიკიდოს წყალმაცივებელი ფარდები ისეთ მანძილზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს კაზმის გავარვარებული ზედაპირის სრული ეკრანირება. ამნთებ ქურასთან მჭიდროდ მიკრული საშემცხობლო მანქანის გასწვრივ შესაფარის მოწყობისას ქურის იქით წყალმაცივებელი ფარდების ჩამოკიდება აუცილებელი არ არის.
6. სხივური სითბოსაგან დასაცავად ამნთები ქურის გვერდებზე მოწყობილი უნდა იყოს ეკრანები ლითონის ფურცლების, აზბესტის ან ბადეების ფარდების სახით, რომლებიც უწყვეტად ირწყვება წყლი