1. გაცივების დოლები ორთქლის და მტვრის მოსაცილებლად ტორსის მხარეს აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვმილებიანი მჭიდრო გარსაცმით.

2. ცხელი დანაბრუნის მკვებავის რაიონში ყოფნისას აუცილებელია დანაბრუნის გამოტყორცნისათვის თავის არიდება. აკრძალულია დანაბრუნის გაცემის ღიობის პირდაპირ დგომა.

3. მაცივებლის ქვეშ გავლა მისი მუშაობისას აკრძალულია. მაცივებლის ირგვლივ უნდა მოეწყოს შემოღობვა ჩასაკეტი კარით. გადაღობვის უკან თეფშიან მაცივებელთან მისასვლელად თეფშის ქვეშ მოთავსებული მექანიზმების მომსახურების მიზნით, უნდა მოეწყოს სპეციალური გადახურული მისასვლელები.

4. გაცივების დოლში მისი წმენდისა და რემონტისას ადამიანების მისასვლელად განკუთვნილი ლიუკის კარები აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირებით, რომელიც გამორიცხავს ღია კარით დოლის ამუშავების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივი, ასევე დისტანციური მართვისას.

5. დანაბრუნის გაცივების მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს მისი ტემპერატურის შემცირება იმ დონემდე, რომელიც შრომის ნორმალურ სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გარანტიას იძლევა.

6. გუნდების გაცივების პროცესმა უნდა უზრუნველყოს მათი ტემპერატურის შემცირება არანაკლებ 1400 C-მდ