1. რკინიგზის ლიანდაგების გაბარიტები და ლიანდაგის ზედა ნაწილი ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს მადნისა და გარეშე საგნებისაგან.
2. მადნის კონტაქტური ელმავლებით ზიდვისას განტვირთვის ადგილებზე დაკიდებული უნდა იყოს მაფრთხილებელი პლაკატები ელექტროდენით დაზიანების საფრთხის შესახებ.
3. ელმავლით ზიდვის საკონტაქტო სადენები, რომლებიც შედიან სათავსებში მიმღები ბუნკერების ზემოთ, აღჭურვილი უნდა იყოს ჩამამიწებელდანებიანი სასექციო გამთიშებით. აკრძალულია ვაგონების განტვირთვა იმ შემთხვევაში, თუ ბუნკერზედა სათავსში საკონტაქტო სადენიდან ძაბვა არაა მოხსნილი. საკონტაქტო ქსელში ძაბვის არარსებობას უნდა მიუთითებდეს შუქური სიგნალი. აკრძალულია ელექტრომატარებლის ვაგონში ასვლა, თუ საკონტაქტო სადენში ძაბვა არაა გამორთული.
4. რკინიგზის ლიანდაგების, მიმღები მოწყობილობის გაწმენდისას სამუშაოს წარმოების ადგილი უნდა შემოიფარგლოს გაჩერების სიგნალებით, სულ მცირე, დამუხრუჭების გზის მანძილზე, ხოლო მიმდინარე სამუშაოების შესახებ გაფრთხილებული უნდა იქნეს სადგურის მორიგე. ლიანდაგების გაწმენდა ლიანდაგზე მდგარი შემადგენლობის ვაგონების განტვირთვისას აკრძალულია.
5. ვაგონების მიწოდების და გაყვანის მექანიზაციის მოწყობილობასა და ნაგებობებს სატვირთავ
-გასატვირთავ უბნებზე უნდა ჰქონდეს შემოღობვა და გადახურვა.
6. საწარმოს ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე და წესი, ტვირთით და უტვირთოდ, განისაზღვრება საწარმოს მიერ ადგილობრივი პირობების გათვალისწინები