1. კონვეიერებისა და უწყვეტი ტრანსპორტის სხვა სახეობების მდგომარეობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი ევალება ფაბრიკის შესაბამისი უბნის უფროსსა და მექანიკოსს.

2. კონვეიერის განმტვირთავი ურიკისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ბოლო ამომრთველები. განმტვირთავი ურიკა აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს მის თვითნებურ მოძრაობას.

3. ავტომატურად ჩამომყრელი ურიკის და გადასატანი მაქოური კონვეიერის ელექტროძრავების საკვებად გამოყენებული უნდა იყოს კიდული შლანგური კაბელი. დასაშვებია ამ მიზნით საკონტაქტო სადენების გამოყენება იმ პირობით, რომ სადენი განლაგებული იქნება, სულ მცირე, 3,5 მ სიმაღლეზე იატაკიდან ან სამომსახურო ბაქნიდან. დაკიდების ნაკლები სიმაღლის შემთხვევაში (3,5–2,2 მ) სადენებისთვის უნდა მოეწყოს სპეციალური შემოღობვა.

4. მიწისქვეშა-მიწისზედა საკონვეიერო გალერეის ზედაპირზე გამოსვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს გარე შესასვლელი და უნდა გაკეთდეს კონვეიერზე გადასასვლელი.

5. გალერეიდან და ესტაკადიდან საევაკუაციო გასასვლელებს შორის მანძილი, აგრეთვე, მანძილი კონვეიერებზე გადასასვლელ ბოგებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 100 მ-ს. ბოგას უნდა ჰქონდეს მთლიანი ფენილი, 0,8 მ სიგანე და, სულ მცირე, 1 მ სიმაღლისა და ქვემოდან 0,14 მ სიმაღლეზე მოქიმვის მქონე მოაჯირი.

6. 70-ზე მეტი დახრის საკონვეიერო გალერეის გასასვლელებში მოწყობილი უნდა იყოს საფეხურები ან ხის ტრაპები.

7. საკონვეიერო გალერეაში, რომელშიც ხდება მტვერაირგამომყოფი მასალის ტრანსპორტირება, შენობაში შესვლის ადგილას უნდა მოეწყოს გადაღობვა თვითიკეტებადი კარით. კონვეიერის გასასვლელი ღიობი გადაღობვაში უნდა იყოს მინიმალური.

8. 60-ზე მეტი დახრის ლენტური და ფირფიტოვანი კონვეიერები აღჭურვილი უნდა იყოს საჩერი მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს დატვირთული შტოს გადაადგილებას საწინააღმდეგო მიმართულებით კონვეიერის გაჩერებისას.

9. კონვეიერის განლაგებისას გასასვლელების ან მოწყობილობის ზემოდან მისი ქვედა შტო გადაღობილი უნდა იყოს მთლიანი შემოფიცვრით, რომელიც გამორიცხავს დაბნეული მასალის ჩამოყრას.

10. მშრალი და ამტვერებადი მასალების გადასატანი ელევატორები, ხვეტია კონვეიერები და შნეკები დახურული უნდა იყოს გარსაცმით მთელ სიგრძეზე, ხოლო ჩატვირთვისა და განტვირთვის ადგილები უნდა იყოს ჰერმეტული. ელევატორის მუშაობაზე დასაკვირვებლად მის გარსაცმში კეთდება მჭიდროდ იკეტებადკარიანი სათვალიერებელი ფანჯრები.

11. რამდენიმე თანამიმდევრული კონვეიერის სხვა მანქანებთან ერთდროული მუშაობისას ცალკეული აპარატებისა და მანქანების ძრავები ბლოკირებული უნდა იყოს, ამასთან:

ა) ამუშავება და გაჩერება უნდა ხდებოდეს განსაზღვრული თანამიმდევრობით ფაბრიკის ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად;

ბ) რომელიმე მანქანის ან კონვეიერის უეცარი გაჩერების შემთხვევაში ყველა კონვეიერი და მანქანა, რომელიც მას ტვირთს აწვდის, ავტომატურად უნდა გამოირთოს;

გ) გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს მანქანის ან კონვეიერის დისტანციურ ამუშავებას მართვის პულტიდან.

12. ყველა კონვეიერს უნდა ჰქონდეს მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოირთოს კონვეიერი ნებისმიერი წერტილიდან მთელ მის სიგრძეზე ძირითადი გასასვლელის მხრიდან.

13. კონვეიერზე, რომლის მუშა შტოდან შესაძლებელია მასალის ჩამოგორება, დაყენებული უნდა იყოს მცველი ბორტები.

14. თვითგანტვირთვადი ურიკების და თვითმავალი კონვეიერების წყვილთვლები შემოღობილი უნდა იყოს. ღრეჩო შემოღობვასა და რელსის თავს შორის 10 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

15. კონვეიერის დამჭიმი მოწყობილობის ტვირთი და დამჭიმი დოლი უნდა იყოს შემოღობილი და ისე განლაგებული, რომ ლენტის ან ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში გამორიცხული იყოს ტვირთის ან დოლის დაცემა ადამიანებზე ან ქვედა სართულებზე განლაგებულ მოწყობილობაზ