1. ლენტურ კონვეიერზე გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა, რომელიც გამორთავს ამძრავს ლენტის გაწყვეტისას და წაბუქსავებისას, დამჭიმი მოწყობილობის ბაგირის გაწყვეტისას და განმტვირთავი ძაბრისა და ღარის გაჭედვისას.

2. ლენტურ კონვეიერს უნდა ჰქონდეს მოწყობილობა ლენტისა და დოლების გასაწმენდად მიმწები მასალისაგან.

3. ჩამოყრილი მასალის აწმენდა ლენტური კონვეიერის ქვემოდან უნდა იყოს მექანიზებული (ჰიდრავლიკური აწმენდა და სხვ.). მასალის ხელით აწმენდა სათავო, უკანა და გადამხრელი დოლების ქვემოდან დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა კონვეიერი გაჩერებულია, ამძრავი გამორთულია და ამამუშავებელ მოწყობილობაზე გამოკიდებულია მაფრთხილებელი პლაკატი „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“. ლენტური კონვეიერის სათავო და უკანა დოლებს უნდა ჰქონდეს შემოღობვა, რომელიც გამორიცხავს ჩამოყრილი მასალის აწმენდის შესაძლებლობას დოლების მუშაობის დროს. ეს შემოღობვა უნდა იყოს ბლოკირებული კონვეიერის ძრავასთან მისი ამუშავების გამოსარიცხად, თუ შემოღობვა მოხსნილია.

4. კონვეიერის ლენტს მოძრაობისას არ უნდა ჰქონდეს გვერდითი წანაცვლება, რომელიც გადის დოლებისა და გორგოლაჭ-საყრდენების ნაპირების საზღვრებს იქით. ლენტის მოძრაობის მიმართვა ხელით და მისი ბორტების შემკვრივების შევსება სპეციალური სამარჯვების გარეშე კონვეიერის მუშაობის დროს აკრძალულია. ლენტის გვერდზე გადასვლის თავიდან ასაცილებლად კონვეიერი აღჭურვილი უნდა იყოს ლენტის წანაცვლების გამომრიცხავი სამარჯვებით.

5. ამძრავ დოლზე კოლოფონის ან სხვა მასალის დაყრა ლენტის წაბუქსავების თავიდან აცილების მიზნით, აკრძალულია. წაბუქსავება აცილებული უნდა იყოს ლენტის შესაბამისი დაჭიმვით. აკრძალულია კონვეიერის ამუშავება, თუ მისი დოლები ჩახერგილია მასალით.

6. თუ კონვეიერის ამძრავი დოლის ღერძი იატაკის დონეზე 1,5 მ-ით მაღლაა, ამძრავის მომსახურებისათვის მოწყობილი უნდა იყოს მოაჯირიანი და კიბიანი ბაქანი.

7. სიმაღლე იატაკის დონიდან გალერეისა და ესტაკადის კონსტრუქციების ქვედამდე სულ მცირე 2 მ უნდა იყოს. გალერეისა და ესტაკადის სიგანე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ უზრუნველყოფილი იყოს გასასვლელები:

ა) კონვეიერის ორივე მხრიდან – სულ მცირე, 800 მმ;

ბ) პარალელურ კონვეიერებს შორის – სულ მცირე, 1000 მმ;

გ) გალერეის კედელსა და კონვეიერის სადგარს შორის – სულ მცირე, 800 მმ.

8. ლენტურ კონვეიერზე დოლური ჩამომყრელი ურიკის ან გადასატანი მკვებავის დაყენებისას კონვეიერის ორივე მხარეს უნდა მოეწყოს გასასვლელები.

9. მადნის ხელით გარჩევისას კონვეიერის ლენტის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემტებოდეს 0,5 მ/წმ-ის. ლენტი მადნის გარჩევის ადგილებში უნდა შემოიღობოს.

10. ლენტური კონვეიერებით მშრალი და არამტვრევადი მასალების ტრანსპორტირებისას, აგრეთვე იმ მასალების ტრანსპორტირებისას, რომელთაც აქვთ მაღალი ტემპერატურა და გამოყოფენ ორთქლს, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს დატვირთვის და განტვირთვის ადგილების ჰერმეტიზაცია, ასევე მტვერგამოყოფასთან ბრძოლის დამატებითი ღონისძიებები: ასპირაცია, მორწყვა, იატაკიდან ჩამორეცხვა და სხვ., რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერში მავნე მინარევების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. მშრალი ფხვნილისებრი არაამტვერებადი მასალების ტრანსპორტირებისას ლენტური კონვეიერის მუშა შტო უნდა იყოს მთლიანად ჰერმეტიზებულ