1. შენობები და ნაგებობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეხდაცვით. მეხსარიდის მდგომარეობის და ჩამიწების ჩადინების წინაღობის დათვალიერება და შემოწმება უნდა მოხდეს ყოველი ჭექა-ქუხილის სეზონის წინ ჟურნალში შედეგების შესაბამისი რეგისტრაციით.
2. ელექტროტექნიკური მოწყობილობის რემონტი, გაჩერება და ამუშავება უნდა ხდებოდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
3. ამ სფეროში დასაქმებულთა შრომის სანიტარიული პირობების უზრუნველყოფისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №259/ნ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნებ