1. გრძელი საგნების (მილები, კიბეები და სხვ.) შეტანა მანაწილებელი მოწყობილობის სათავსში და მუშაობა მათი გამოყენებით ელექტროდანადგარების მახლობლად, თუ ძაბვის ქვეშ მყოფი ყველა ნაწილი არაა დაცული შემთხვევითი შეხებისაგან, უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით სამუშაოთა მწარმოებლის ან გამოყოფილი დამკვირვებლის მუდმივი მეთვალყურეობით.

2. სარემონტო სამუშაოებისათვის გამოყენებული ხარაჩოები და კიბეები უნდა იყოს მტკიცე და საიმედო. გლუვ ზედაპირზე დასადგმელ კიბეს უნდა ჰქონდეს რეზინგადაკრული ფუძე, ხოლო მიწაზე დასადგმელს – ფუძე მახვილი ლითონური ბუნიკებით. კიბე ზედა ბოლოებით საიმედოდ უნდა ეყრდნობოდეს მტკიცე საყრდენს. შეკრული კიბეების გამოყენება დაუშვებელია. როცა მისადგამი კიბე იდგმება ამწისქვეშა კოჭის სიმაღლეზე, ლითონკონსტრუქციების ელემენტებზე და სხვ., აუცილებელია კიბის ზედასა და ქვედას საიმედოდ მიმაგრება კონსტრუქციებზე. ელექტროდანადგარების მომსახურებისა და რემონტის დროს ლითონის კიბეების გამოყენება აკრძალულია. მისადგამი კიბე გამოცდილი უნდა იყოს.

3. აკრძალულია საგნების ასროლა ზემოთ მომუშავეთათვის მისაწოდებლად. ამ მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს ბაწარი, რომლის შუაში მაგრდება მისაწოდებელი საგნები. ბაწრის მეორე ბოლო უნდა ეჭიროს ქვემოთ მდგომ მუშაკს, რომელიც ასატან საგნებს არ აძლევს გაქანების საშუალებას.

4. ცალკეული საწარმოო მანქანებისა და მექანიზმების ჩართვა-გამორთვა ასამუშავებელი აპარატურის საშუალებით შეუძლიათ პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ ამ მანქანებისა და მექანიზმების მომსახურების ნებართვა, გაიარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი და აქვთ მათი დამოუკიდებელი მომსახურების უფლება.

5. დროებით გამორთული მოწყობილობის ამუშავების წინ საჭიროა მისი დათვალიერება, დარწმუნება ძაბვის მისაღებად მის მზადყოფნაში და მისი მომსახურე პერსონალის გაფრთხილება მოსალოდნელი ჩართვის თაობაზე,6. დროებით შემოღობვებზე უნდა იყოს გამოკიდებული მაფრთხილებელი პლაკატები „დადექ! სახიფათოა სიცოცხლისათვის“.

7. ფაბრიკაში დასაშვებია ისეთი მოწყობილობის, ელექტრული ძრავების, ტრანსფორმატორების, აპარატების, საზომი ხელსაწყოების, დაცვის აპარატების, კაბელების, სადენების და ა. შ. გამოყენება, როლებიც პასუხობენ სტანდარტის მოთხოვნებს ან დადგენილი წესით დამტკიცებულ ტექნიკურ პირობებს.

8. გარსაცმით დახურული ან ფარს იქით დაყენებული საკომუტაციო აპარატების ამძრავებზე მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები ჩართვისა და გამორთვის მდგომარეობ