1. დათვალიერების დროს ისეთი უწესივრობის გამოვლენისას, რომლის აღმოფხვრა არ უნდა მოხდეს ერთი პირის მიერ, ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ თავის უშუალო უფროსს და გააკეთოს ჩანაწერი საექსპლუატაციო ჟურნალში. ასეთი უწესივრობის აღმოფხვრა უნდა მოხდეს აღნიშნული უფროსის მითითებით მეორე პირის მეთვალყურეობის ქვეშ.

2. დამცავი საშუალებები გამოყენების წინ გულდასმით უნდა დათვალიერდეს, გაიწმინდოს და შემოწმდეს ხომ არა აქვს გარეგანი დაზიანებები, შეესაბამება თუ არა დამღის მიხედვით ამ დანადგარის ძაბვას და ხომ არ არის გასული მისი პერიოდული შემოწმების ვადა. უწესივრო ან ვადაგასული დამცავი საშუალების გამოვლენისას იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან. გამოსაყენებელი ინსტრუმენტების (ბრტყელტუჩა, სახრახნისი და სხვ.) იზოლაციის ხარისხი ელექტროდანადგარებზე მუშაობისას სისტემატურად უნდა მოწმდებოდე