1. ელექტროძრავებსა და მათგან მოძრაობაში მოსაყვან მექანიზმებზე დატანილ უნდა იქნეს ისრები, რომლებიც მიუთითებენ მექანიზმის და ელექტროძრავის ბრუნვის მიმართულებას.

2. ელექტროძრავა დაუყოვნებლივ (ავარიულად) გაითიშება ქსელიდან:

ა) ელექტროძრავადან ან მისი ასამუშავებელ-სარეგულირებელი აპარატურიდან ბოლის ან ცეცხლის გამოჩენისას;

ბ) უბედური შემთხვევისას, რომელიც ელექტროძრავას დაუყოვნებლივ გაჩერებას მოითხოვს;

გ) ნორმებს ზევით დასაშვები ვიბრაციისას, რაც ელექტროძრავას მთლიანობას ემუქრება;

დ) ამძრავი მექანიზმის გატეხისას;

ე) საკისრების გადამეტხურებისას;

ვ) ბრუნთა რიცხვის მკვეთრი შემცირებისას, რაც ელექტროძრავას სწრაფ გახურებას იწვევს;

ზ) საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ ადგილობრივ ინსტრუქციაში დამატებით მითითებულ შემთხვევებში.

3. ელექტრომანქანების სტატორის გრაგნილის გამომყვანები და კაბელის ძაბრები უნდა გამაგრდეს და შემოიღობოს. შემოღობვის მოხსნა მანქანის მუშაობისას აკრძალულია. მანქანის მბრუნავი ნაწილები – შკივები, ქუროები, ვენტილატორები და ლილვის ღია ნაწილები ასევე უნდა შემოიღობოს.

4. ელექტრომანქანების და ასამუშავებელ-სარეგულირებელი აპარატურის გამომყვანების კოლოფები უნდა შემჭიდროვდეს და დაიხუროს ხუფით, რომლის გახსნა სპეციალური სამარჯვის გარეშე შეუძლებელი იქნება.

5. სტატორის, ღუზის და პოლუსების გამომყვანები უნდა იყოს მარკირებული. ასამუშავებელ-სარეგულირებელ მოწყობილობაზე უნდა იყოს აღნიშნული მდგომარეობა „ამუშავება“ და „დადექ“.

6. ამომრთველებს, კონტაქტორებს, მაგნიტურ ამამუშავებლებს, ჩამრაზებს და ა.შ., აგრეთვე, ჯგუფურ ფარებზე დამონტაჟებულ მცველებს უნდა ჰქონდეს წარწერები იმის ჩვენებით, თუ რომელ ძრავას განეკუთვნებიან ისინი.

7. ელექტროძრავას სარემონტოდ გაჩერების შემდეგ მკვებავი კაბელიდან უნდა მოიხსნას ძაბვა, ხოლო ამომრთველის ამძრავზე დაიკიდოს პლაკატი: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“. ამ პლაკატის მოხსნა და მანქანის ჩართვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამუშაოს მწარმოებელი პირი გააკეთებს ჟურნალში ჩანაწერს სამუშაოს დამთავრების შესახებ, ხოლო სამუშაოს მიმღები პირი – აღნიშვნას ელექტროძრავას ჩართვის ნებართვის შესახებ.

8. ოპერაციები ელექტროძრავების ხელით მართვის ამამუშავებელ მოწყობილობაზე უნდა წარმოებდეს დიელექტრიკული ხელთათმანებით. ტენიან ადგილებში განთავსებული ასეთი მოწყობილობის წინ უნდა დაიდგას საიზოლაციო ქვესადგამი.

9. თუ მუშაობის დროს შემკეთებელ პერსონალს შეიძლება შეხება ჰქონდეს ელექტროძრავას ან მექანიზმის მბრუნავ ნაწილებთან, მაშინ ამომრთველის გარდა უნდა გაითიშოს აგრეთვე გამთიში, რომლის ამძრავზე უნდა დაიკიდოს პლაკატი: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები“.

10. ელექტროძრავებზე სამუშაოების დაწყების წინ მიღებული უნდა იქნეს ზომები, რომლებიც ხელს უშლიან იმ ამომრთველების და გამთიშების შეცდომით ჩართვას, რომლებითაც განხორციელდა ამორთვა (ამძრავიდან სახელურების მოხსნა, მათი ჩაკეტვა და ა.შ.).

თავი XXII

1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროტექნიკური დანადგარე