1. საავტომობილო ტრანსპორტით მადნის მიწოდებისას ავტომობილების მოძრაობა უნდა დარეგულირდეს მოძრაობის უსაფრთხოების საგზაო ნიშნებით.

2. საწარმოს ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარე და წესი, ტვირთით და უტვირთოდ, განისაზღვრება საწარმოს მიერ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

3. რკინიგზის ლიანდაგებზე ადამიანების გადასვლის ადგილებზე გათვალისწინებული უნდა იყოს გადასასვლელი ბოგები ან გვირაბები. თუ მათი აშენება შეუძლებელია, საჭიროა მოეწყოს შუქური და ბგერითი სიგნალიზაცია, რომელიც იუწყება მოძრავი შემადგენლობის მოახლოება