1. დანაბრუნის ბუნკერების კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს ჩაკიდების წარმოქმნა. ბუნკერში დანაბრუნის ჩაკიდების შემთხვევაში მასალის ჩამონგრევა დასაშვებია მანქანის გაჩერების შემდეგ. დანაბრუნის ჩამონგრევა უნდა მოხდეს სპეციალური მოწყობილობით (შეკუმშული ჰაერით და სხვ.), ტექნიკური ზედამხედველის ხელმძღვანელობით. ამასთან, ადამიანები ბუნკერის განმტვირთავი მოწყობილობიდან გაყვანილნი უნდა იქნენ უსაფრთხო მანძილზე. აკრძალულია ბუნკერში წყლის მიწოდება დანაბრუნის ცხელ ზედაპირზე, როცა მანქანა მუშაობს. დანაბრუნის ბუნკერისა და ცხავის წყლით გასაცივებლად, როცა მანქანა გაჩერებულია, მიღებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები.
2. დაუშვებელია საჩხრეკი ლიუკების მოწყობა დანაბრუნის ბუნკერებში.
3. დანაბრუნის ბუნკერში ჩაკიდების ხელით ჩხრეკა დასაშვებია, როცა ცხავი გაჩერებულია და დანაბრუნი მთლიანად გაცივებულია, აგრეთვე, როცა მიღებულია საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციით გათვალისწინებული უსაფრთხოების დამატებითი ზომები. სათვალიერებელი ლიუკები და მოწყობილობის შესაფარი უნდა განლაგდეს გვერდით და ჰქონდეს საიმედოსაკეტებიანი სახურავი.
4. დანაბრუნის კვანძი უნდა იყოს იზოლირებული ფაბრიკის დანარჩენი უბნებისგან. გამოწვის (შეცხობის) განყოფილებასა და დანაბრუნის კვანძს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი.
5. დანაბრუნის კვანძში დაყენებული ასპირაციული და მტვრის ჰიდროაწმენდის მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს შრომის ნორმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს.
6. დანაბრუნის კვანძის მუშაობა არასაკმარისი ან უწესივრო ვენტილაციის შემთხვევაში აკრძალულია.
7. დანაბრუნის კვანძის მუშები უნდა სარგებლობდნენ დამცავი სათვალით.
8. ცხელი დანაბრუნის ბუნკერებს უნდა ჰქონდეს თბოიზოლაცია.
9. ლენტური კონვეიერით ცხელი დანაბრუნის ტრანსპორტირებისას მისი მიწოდება უნდა განხორციელდეს კონვეიერის ლენტზე წინასწარ დადებული კაზმის შრეზე.
10. ცხელი დანაბრუნის გამოყენება კაზმის შესათბობად ნებადართულია მხოლოდ მოქმედი სანიტარიული ნორმების შესაბამისად შრომის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისას და ამ სამუშაოების შესრულებისას იმ პირობით, რომელიც შეესაბამება სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილ პროექტს.
11. ცხელი დანაბრუნის ტრანსპორტირებისას კონვეიერის ლენტიდან მისი გაბნევა დაუშვებელი