1. კუდსაცავის მოსილული უბანი, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი მზიდი უნარი ქვეითად მოსიარულეთათვის, უნდა შემოიღობოს და დაიდგას მაფრთხილებელი პლაკატები და ნიშნები.
2. კუდსაცავის მონალექების მომსახურებისათვის უნდა მოეწყოს მოაჯირიანი ბოგები. სალექი ტბორის წყალთან, კუდსაცავზე წარმოქმნილ ნაღვარევებთან, ჩანაქცევებთან ან ძაბრებთან მისვლა, აგრეთვე, სალექი ტბორის ყინულზე სიარული, აკრძალულია.
3. სალექ ტბორში წყლის მაქსიმალური დონე უნდა იყოს მონალექი ჯებირის სავარცხელზე, სულ ცოტა, 1,5 მ-ით დაბლა, ხოლო პლაჟის სიგანე – კუდსაცავის ჯებირის სიმაღლის არანაკლებ 2,5 ჯერადისა მოლექვის მომენტში.
4. კუდსაცავის ჯებირის მოლექვა უნდა მოხდეს წლის თბილ დროს. თუ ჰაერის ტემპერატურა 50C-ზე ნაკლებია, პლაჟზე პულპის ჩაშვება აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, დასაშვებია პულპის პლაჟზე შეყურსული ჩაშვება შვერილებიდან – 100C-მდე ჰაერის ტემპერატურის დროს.
5. აკრძალულია კუდსაცავების სალექ ტბორებში ბანაობა, კუდსაცავის წყლის გამოყენება სამეურნეო-სასმელი მიზნით, ცხოველებისათვის დასალევად, აგრეთვე კუდსაცავის ტერიტორიაზე გარეშე პირების სიარული.
აგლომერაცია და მოგუნდავე