1. საწყისი ნედლეულის, კაზმის, დანაბრუნისა და საგების ბუნკერები აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციული დანადაგარებით მტვრის, ორთქლისა და აირების გამოყოფის თავიდან ასაცილებლად. ბუნკერების ღიობები დახურული უნდა იყოს 200x200 მმ ზომის უჯრედებიანი გისოსით.
2. ბუნკერში კონვეიერით მასალის ჩატვირთვის ადგილი ისე უნდა იყოს დახურული, რომ გამოირიცხოს მტვრის გამოყოფის შესაძლებლობა.
3. შემრევ დოლში მისი წმენდისა და რემონტის დროს ადამიანების შესასვლელი ლიუკის კარს უნდა ჰქონდეს ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს ღია კარით დოლის ამუშავების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივი, ისე დისტანციური მართვით.
4. აკრძალულია სინჯების აღება უშუალოდ დოლიდან შემრევის მუშაობისას. სინჯების აღება უნდა ხდებოდეს კაზმის ნაკადიდან დოლის შემდეგ, როგორც წესი, ავტომატური სინჯასაღებით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – ხელით.
5. დანაჭროვნების მანქანის სანთურების ჩაქრობისას აუცილებელია ჯერ დაიკეტოს გაზის საკვალთები, შემდეგ – ჰაერის, ხოლო შემდეგ გაჩერდეს წევასაბერი დანადგარები (ექსჰაუსტერი, ვენტილატორი, კვამლსაწოვი).
6. სანთურებისა და კოლექტორების საკვალთების მომსახურებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთან თავისუფალი მისვლა. მაგისტრალური ფარსაკეტების მართვა უნდა ხდებოდეს დისტანციურად საოპერატოროდან. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ხელით მოხერხებულად მართვის შესაძლებლობა.
7. თხევადი სათბობის ფრქვევანების ანთება უნდა ხდებოდეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ვაკუუმის სისტემა უნდა ჩაირთოს წევასაბერი დანადგარების ამუშავების გზით, ქურის ღრუ კარგად განიავდეს და ვაკუუმკამერის საკვალთები გაიხსნას;
ბ) თხევადი საწვავის გაშვების წინ უნდა გაიშვას ორთქლი და შეკუმშული ჰაერი ფრქვევანებში;
გ) თხევადი საწვავის ანთება უნდა მოხდეს გრძელსახელურიანი საფეთქით (ჩირაღდნით). ანთებული ჩირაღდანი ქურაში შეტანილ უნდა იქნეს საწვავის გაშვებამდე. საწვავი უნდა გაიშვას თანდათანობით. ურიკები მასალით უნდა იქნეს დატვირთული;
დ) თუ საწვავი არ აინთება ან ჩაქრება, უნდა შეწყდეს მისი მიწოდება, კარგად განიავდეს ქურის ღრუ და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდეს ანთება.
8. უზრუნველყოფილი უნდა იყოს თხევადი სათბობის ფრქვევანებთან მოხერხებული მისვლა.
9. მაჩვენებელი მინების გამოყენება ავზებში მაზუთისა და ნავთობის დონის განსაზღვრისათვის დაუშვებელია. ავზებიდან საწვავის გადადინების თავიდან ასაცილებლად ავზები აღჭურვილი უნდა იყოს გადასასხმელი მილებით და დონის მაჩვენებლებით.
10. სარემონტო სამუშაოები და წმენდა ავზების შიგნით დასაშვებია ფაბრიკის ხელმძღვანელის სპეციალური ნებართვით. ავზებში მომუშავეები მომარაგებულნი უნდა იყვნენ შლანგიანი აირწინაღებით, დამცავი ქამრებით და სხვ. ავზებში ადამიანების ყოფნისას უნდა იყოს გახსნილი ყველა ლიუკი და უზრუნველყოფილი სათანადო განიავება. ავზებს შიგნით გასანათებლად გამოყენებული უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო აკუმულატორული სანათები, რომელთა ჩართვა და გამორთვა ხდება ავზის გარედან. ავზებში ჩასვლა ღია ცეცხლით კატეგორიულად აკრძალულია. ავზთან უნდა იმყოფებოდეს, სულ მცირე, ორი ადამიანი, რომელიც იჭერს ავზში მყოფი პირების მცველი ქამრების ბოლოებს და ყურადღებით აკვირდება ამ პირებს.
11. ქურების რემონტის დროს მილსადენები, რომლებითაც სახარჯო ავზებიდან საწვავი მიიყვანება ფრქვევანებთან, გათავისუფლებული უნდა იყოს საწვავის ნარჩენებისგან, გადაკეტილი საკვალთითა და სახშობით. მუშა ავზებს უნდა, ქონდეს მოწყობილობა საწვავის ჩამოსასხმელად საავარიო ავზებში.
12. ფაბრიკის გაზის მეურნეობის მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუცილებელი აირდამცავი მოწყობილობით. აპარატურა უნდა ინახებოდეს მანქანების მახლობლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მჭიდროდ დახურულ ყუთებში და სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს.
13. ღიობები მანქანის სათავო ნაწილის მუშა შტოზე ურიკების გასასვლელ გადახურვებში შემოღობილი უნდა იყოს ურიკების გაბარიტებთან მჭიდროდ მიდგმული ლითონის ფურცლებით.
14. ატმოსფეროში გაშვებული ჰაერისა და გამავალი აირების გაწმენდა უნდა ხდებოდეს სპეციალურ დანადგარებში.
15. გამოწვის კორპუსში მოგუნდავების და საკუთრივ გამოწვის განყოფილებებს შორის, აგრეთვე, სამუშაო ბაქნებს შორის უნდა იყოს შუქურ-ხმოვანი სიგნალიზაცია და სატელეფონო კავშირი.
16. ცხავებთან და ღარებთან მოხერხებულად მისვლისათვის მათ გვერდზე მოწყობილი უნდა იყოს მოაჯირიანი ბაქნები.
17. ორთქლწარმომქნელი მასალების გადამტანი კონვეიერის გალერეაში ჰაერის ტემპერატურა წლის ცივ თვეებში უნდა იყო, სულ მცირე, 220C. მიწოდებული ჰაერი წინასწარ უნდა იყოს შემთბარი.
18. რკინიგზის ლიანდაგი გუნდების (აგლომერატის) დატვირთვის ადგილებში უნდა იწმინდებოდეს მექანიზებულად. გუნდების (აგლომერატის) გადასაზიდად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ვაგონები, რომლებიც გამორიცხავენ გაბნევას.
19. მტვერსაჭერი მოწყობილობა, რომელიც დაყენებულია კაზმის მომზადების სააგლომერაციო (გამოსაწვავი) მანქანების და მექანიზმების ვაკუუმის და დაჭირხნის სისტემებზე, უნდა უზრუნველყოფდეს ატმოსფეროში გაშვებულ აირებში მტვრის შედგენილობას სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებული ნორმების ფარგლებში.
20. მტვრიანობაზე კონტროლისათვის გამავალი და რეკუპერაციის აირების სინჯების აღება უნდა მოხდეს კვარტალში ერთხელ მაინც.
21. მტვერსალექარი მოწყობილობიდან მტვრის მოცილება უნდა მოხდეს ჰიდრო-, პნევმოტრანს-პორტით ან სხვა ხერხით, რომელმაც უნდა გამორიცხოს გარემოში მტვრის გავრცელების შესაძლებლობა.
22. გამავალი აირების, რეცირკულაციის და რეკუპერაციის სისტემების აირსაჰაერო კოლექტორები, შესაბამისად, მათი მტვრის შემკრები ბუნკერები, რომლებიც დადგმულია სათავსში, ნედლეულის მომზადების განყოფილებასა და სხვა სათავსებში, უნდა იყოს თბოიზოლირებული და მათი ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 450 C-ს. თბოიზოლაციის ზედაპირი მტვრისგან პერიოდული გაწმენდის უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაიფაროს ალუმინის ფურცლით. გამავალი აირების აირსაჰაერო კოლექტორების რეკუპერაციის სისტემების კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს მათში მტვრის დაგროვების შესაძლებლობა.
23. აკრძალულია ლიუკის გაღება და მტვერსაჭერი დანადგარის კოლექტორების და მათი ბუნკერების მდგომარეობის დათვალიერება, თუ წევასაბერი დანადგარები მუშაობენ ან ელექტროძრავები არაა გამორთული.
24. კოლექტორების მტვრის ბუნკერების შიგა ნაწილის და მტვერსაწმენდი მოწყობილობის გაწმენდა და რემონტი უნდა ჩაატაროს, სულ ცოტა, ორმა მუშამ. ამასთან, წევასაბერი დანადგარის ელექტრული ამძრავი უნდა გამოირთოს.
25. გამავალი და რეკუპერაციის აირების კოლექტორებზე წევასაბერ მოწყობილობამდე და მის შემდეგ დაყენებული საკვალთების მართვა უნდა იყოს მექანიზებული და ელექტრიფიცირებული. საკვალთების შიბერების ჩობლები საიმედოდ უნდა იყოს შემჭიდროებული.
26. გამავალი აირების ტრაქტებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას ან წევასაბერი დანადგარების როტორების შეცვლისას წვის პროდუქტების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით საკვალთების წინ, ექსჰაუსტერის, კვამლსაწოვის ან ვენტილატორის მხრიდან უნდა დაყენდეს სახშობი.
27. წევასაბერი დანადგარები უნდა იყოს ბგერათგანმხოლოებული ან მოწყობილობის დაყენების უბანზე მომსახურე პერსონალისთვის უნდა დაიდგას ბგერათსამხოლოებელი კაბინები.
28. დოლ-შემრევების და დაბრუნების დოლ-საცივრების ჩასატვირთი სადინარების წმენდა დოლის შიგნით ადამიანების ყოფნისას აკრძალულია.
29. წონის დოზატორების წმენდისა და ტარირებისას მათი ელექტროძრავები გამართული უნდა იყოს.
30. კაზმის შედგენილობის სინჯების აღება უნდა მოხდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
31. წევასაბერი დანადგარების გაჩერებისას, რომლებიც გამავალ აირებს უშვებენ საკვამლე მილში, ალიბჭის წინ საკვალთი უნდა დაიკეტოს დანადგარის გაჩერებიდან, სულ ცოტა, 30 წთ-ის შემდეგ.
32. გამოსაწვავი მანქანის განმტვირთავი და სათავო ნაწილები (ჩატვირთვის ადგილიდან), გუნდების ცხავები, გუნდების ღარები იზოლირებული უნდა იყოს ჰერმეტული შესაფარით, რომელიც მიერთებულია ეფექტურად მოქმედ გამწოვ ვენტილაციასთან.
33. მანქანის სათავო ნაწილის ჩამონაშალის ბუნკერქვეშა ღარების გაწმენდა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად დამონტაჟებული ბაქნებიდან.
34. გამოწვის (შეცხობის) განყოფილებასა და დაბრუნების კვანძებს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი.
35. მტვერსალექარი მოწყობილობიდან მოცილებული მტვერი უნდა იქნეს დაჭერილი. სალექარებიდან შლამის მოცილება უნდა იყოს მექანიზებულ