1. გუნდების განმტვირთავი ტრანშეები შემოღობილი უნდა იყოს მტკიცე ბარიერით.
2. გუნდების სინჯების აღება უნდა მოხდეს ავტომატური სინჯამღებებით სპეციალურ ადგილებში, თუ გუნდები კონვეიერით არ მიეწოდება – ხიდური ამწის გრეიფერით რკინიგზის ვაგონებიდან.
3. რკინიგზის ლიანდაგი გუნდების ვაგონებში ჩასატვირთად უნდა დაიხუროს კარვით (ქოლგით), საიდანაც დამტვერიანებული ჰაერის გაწოვა უნდა მოხდეს სპეციალური ვენტილატორით, ხოლო გამონატყორცნის გაწმენდა – სპეციალური მოწყობილობით.
4. გუნდების ჩატვირთვაზე მეთვალყურეობისათვის დაყენებული უნდა იქნეს სატელევიზიო ან სხვა მოწყობილობა. ჩატვირთვის მართვა უნდა განხორციელდეს სპეციალური იზოლირებული სათავსიდან, რომელშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის ნორმალური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები.
5. გუნდების ბუნკერები უნდა დაიხუროს ყრუ ფენილით, რომელსაც აქვს შემჭიდროებული ღიობები მხოლოდ გადასაყრელი მასალისათვის. ღიობები უნდა დაიხუროს 200X200 მმ ზომის უჯრედებიანი ლითონის გისოსებით.
6. გოგირდოვანი მადნიდან გუნდების წარმოებისას მომგუნდავებელი ფაბრიკები უნდა აღიჭურვოს გოგირდდამჭერი დანადგარებით.
7. მზა გუნდების გაცხრილვის სათავსები გამოწვის კორპუსიდან უნდა გამოიყოს კედლით. გაცხრილვის განყოფილებაში შესასვლელი კარი უნდა იყოს ჰერმეტული და თვითიკეტებადი.
8. დოლის შიგა ღრუს დათვალიერებისას გამოყენებულ უნდა იქნეს განათება არა უმეტეს 12 ვ ძაბვის ქსელიდა