1. გამოსაწვავი მანქანის ქურის გაზის სანთურების ანთებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესი:
ა) ცვლის ან ტექნოლოგიური სამსახურის უფროსის ან ფაბრიკაში დამტკიცებული სხვა პირების მიერ გაფორმდეს განწესდაშვება გამოსაწვავ მანქანაზე გაზის მიღების სამუშაოების შესრულებაზე;
ბ) ჩაირთოს მუშაობაში წევასაბერი დანადგარები (ვენტილატორები, კვამლსაწოვები, ექსჰაუსტერები);
გ) გაქრეულ იქნეს გაზი სანთლებიდან;
დ) შემოწმდეს გაზის წნევა კოლექტორებში და განისაზღვროს სანთლებიდან გაქრევის დამთავრება;
ე) შემოწმდეს უსაფრთხოების ავტომატიკა – გაზისა და ჰაერის წნევის დაცემის სიგნალიზატორის წესივრულობა;
ვ) გაიხსნას ვაკუუმ-კამერების საკვალთები;
ზ) აინთოს სანთურები საფეთქით და დარეგულირდეს თბური რეჟიმი ტექნოლოგიური რუკის თანახმად. საგამომწველო ურიკები ავსებული უნდა იქნეს გუნდებით. სანთურებში გაზის გაშვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ჩირაღდანი მდგრადადაა ანთებული. ტურბულენტურ სანთურებში წინასწარ უნდა მიეწოდოს ჰაერი. გაზი უნდა გაიშვას თანდათან ქსელში ნორმალური წნევისას;
თ) თუ გაზი არ აინთო ან ჩაქრა, აუცილებელია შეწყდეს მისი მიწოდება, კარგად შემოწმდეს ქურის ღრუ და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდეს ანთების პროცესი.
2. მიმდინარე და კაპიტალური რემონტისათვის გამოსაწვავი მანქანის გაჩერებისას წევასაბერი დანადგარების გამორთვამდე აუცილებელია ბუნებრივი გაზის ან მაზუთის მიწოდების შეწყვეტა, სახშობის დაყენება და სანთლებიდან კოლექტორების ორთქლით გაქრევა დადებითი ანალიზის მიღებამდე. გასაქრევი სანთლები რჩება ღია.
3. გამოსაწვავი მანქანის ჩასატვირთი ნაწილი ტორსში უნდა იყოს შემოღობილი მუშა შტოს იატაკიდან ცარიელი შტოს იატაკის ნიშნულამდე დამცავი ფარით, რომელიც გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მისვლას მანქანასთან მისი მუშაობის დროს. ასევე უნდა იყოს შემოღობილი გამოსაწვავი მანქანის ამძრავის ბაქანი. ურიკებზე საგებისა და გუნდების დატვირთვის ადგილებში სამუშაო ბაქნის ზონას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული შემოღობვა, რომელიც გამორიცხავს მომსახურე პერსონალის ტრავმირების შესაძლებლობას საგამომწველო ურიკების გორგოლაჭებით. გორგოლაჭდამწყობის გორგოლაჭების ამძრავებს უნდა ჰქონდეს შემოღობვა. შემოღობვა უნდა ჰქონდეს აგრეთვე სამუშაო ბაქანს ზემოთ (ტორსიდან და გვერდიდან) გამომავალ გამოსაწვავი მანქანის სათავო ნაწილს, რომელიც გამორიცხავს მომსახურე პერსონალის შესვლას ცეცხლრიკების გამოსაცვლელად მანქანის მუშაობის დროს სამუშაო შტოზე ურიკების გამოსვლის რაიონში და გუნდების დატვირთვის მექანიზმების (რხევადი დამწყობი, გორგოლაჭებიანი ცხავმკვებავი და სხვ.) მოქმედების რაიონში. ამ ადგილებში შესვლა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსაწვავი მანქანის გაჩერებისა და შესაბამისი ბლოკირების მოწყობის შემდეგ.
4. გამოსაწვავი მანქანის მუშაობის დროს აკრძალულია:
ა) დგომა მანქანის მუშა და ცარიელი შტოების რელსებზე, საგამომწველო ურიკებსა და საშემცხობლო ურიკების გორგოლაჭებზე;
ბ) ცხავებისა და ღარების წმენდა ან ცხავების ცეცხლრიკების შეცვლა;
გ) სინჯების აღება საგამომწველო ურიკებიდან ან გორგოლაჭდამწყობიდან სპეციალური სამარჯვების გამოყენების გარეშე;
დ) ცარიელ შტოზე ან მის ქვეშ ყოფნა;
ე) სიარული ქურის სახურავზე;
ვ) ელექტროაპარატურის გახსნა, სადენების გადართვა;
ზ) შესვლა სათავო და უკანა რადიუსებში ცარიელი შტოს ქვეშ;
თ) ქურის სანთურასა და კარკასთან, აგრეთვე, ბატარეული ციკლონის კორპუსთან და გამავალი და რეცირკულაციის გაზების მილსადენებთან შიშველი ხელებით შეხება;
ი) ღია ცეცხლით გაზსადენებთან ყოფნა;
კ) ლიუკებისა და გასასვლელების ღიად დატოვება, შემოღობვებისა და შესაფარის ცალკეული ელემენტების მოხსნა მანქანიდან, ცხავიდან და გადასართავი ღარიდან;
ლ) გადასვლა დანაჭროვნების მანქანის მუშა შტოს მასალის შრეზე.
5. საგამომწველო ურიკების ლიანდაგის ღია უბნები შემოღობილი უნდა იყოს ბადისებრი შემოღობვით.
6. გამოწვის ხელახლა დასაპროექტებელ კორპუსში გამოსაწვავი მანქანების წევასაბერი დანადგარები უნდა განლაგდეს უპირატესად ცალკე კორპუსში (მალში) ან გამოწვის კორპუსის შემადგენლობაში შემავალ, მთლიანი კედლებით იზოლირებულ სათავსში. წევასაბერი დანადგარების სათავსი დაკავშირებული უნდა იყოს გამოწვის კორპუსთან შუქურხმოვანი სიგნალიზაციით და სატელეფონო კავშირით.
7. აირსატარები, რომლებიც წევასაბერ დანადგარებს აერთებს ალიბჭეებთან, უნდა იყოს ჰერმეტული. ალიბჭეები უნდა იყოს გამოწვისა და წევასაბერი დანადგარების კორპუსების შენობის გარეთ განლაგებული და აირშეუღწევი მასით შემჭიდროებული. კორპუსის შიგნით აირსატარები შესრულებული უნდა იყოს მხოლოდ ლითონისაგან.
8. გამოსაწვავი მანქანის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტურ შემჭიდროებას კვანძში „ქურა – საგამომწველო ურიკები“, რათა ექსპლუატაციის პროცესში გამოირიცხოს გაზის გამოსვლა და გავარვარებული გუნდების შრის მიერ სითბოს გამოსხივება სათავსში.
9. გამოსაწვავი მანქანის ქურის ნაწყობის რემონტი დასაშვებია განწესდაშვების გაცემის, მანქანისა და წევასაბერი საშუალებების ამძრავების გამორთვისა და ცივი ჰაერის მისაწოდებლად გადასატანი ვენტილატორის დაყენების შემდეგ.
10. ქურის ნაწყობის გაცივება წყლით აკრძალულია.
11. გამოსაწვავი მანქანის ქურაში მუშაობისას აუცილებელია არა უმეტეს 12 ვ ძაბვის დამცავბადიანი წესივრული გადასატანი ელექტრული სანათურებით სარგებლობა.
12. გამოსაწვავი მანქანის მუშაობის დროს ქურის რღვევის, სათავსში ალისა და წვის პროდუქტების გამოსროლის თავიდან ასაცილებლად ქურაზე დაყენებული უნდა იყოს დამცავი სარქვლები.
13. გამოსაწვავი მანქანის გაჩერების დროს (თუ მუშა შტოზე არის კაზმი ან გუნდები) ვაკუუმკამერებში შენარჩუნებული უნდა იყოს გაიშვიათება (წნევა 200 მმ წყლის სვეტის ფარგლებში). წევასაბერი დანადგარების გაჩერება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეწყდება გაზის ან მაზუთის მიწოდება სანთურებზე, მთლიანად დაიწვება სათბობი, დაიდგმება სახშობები და გაქრევდება კოლექტორები სანთლებიდან.
14. გამოსაწვავი მანქანის ერთ-ერთი კვამლსაწოვის, ვენტილატორის ან ექსჰაუსტერის ავარიული გაჩერებისას აუცილებელია:
ა) დაუყოვნებლივ ავტომატურად შეწყდეს სათბობის მიწოდება და გამოირთოს გამოსაწვავი მანქანა და ყველა წევასაბერი დანადგარი;
ბ) განთავისუფლდეს მასალისაგან გამოსაწვავი მანქანის მუშა შტო, რათა შეწყდეს კაზმის შემდგენების წვისაგან აირების გამოყოფა სათავსში;
გ) შეწყდეს სათბობის მიწოდება ქურაში გაზის საკვალთის დაკეტვით და გაიღოს სანთლის საკვალთი.
15. კირქვის გამოსაწვავი დანადგარების მუშაობის პერიოდში აკრძალულია სარემონტო სამუშაოების ჩატარება გაზის კომუნიკაციებსა და საზომ-საკონტროლო აპარატურაზე. კირის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს მისი მიღებისა და აგლოკაზმში შეყვანის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს შრომის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს მოქმედი სანიტარიული ნორმების შესაბამისად.
16. წყლის გამოყენება კირის დასაშლელად დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების პირობით.
17. მუშაობა კირქვის გამოწვის განყოფილებაში არასაკმარისი ან უწესივრო ვენტილაციის შემთხვევაში აკრძალულია. კირქვის ტრანსპორტირების დროს გამორიცხული უნდა იყოს მტვერწარმოქმნა.
18. გამოსაწვავი მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს საზომ-საკონტროლო აპარატურით (თერმოწყვილები, წევასაზომები, აირანალიზატორები