1. კუდსაცავის წყლების გაწმენდის ხერხი მათი წყალსაცავიდან გამოშვების წინ მიღებული უნდა იქნეს ადგილობრივი პირობების მიხედვით სამრეწველო საწარმოების დაპროექტების მოქმედი სანიტარიული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად. აკრძალულია წყლის ჩაშვება კუდსაცავებიდან ღია წყალსაცავებში (მდინარეები, ტბები, ტბორები) სანიტარიულ ნორმებამდე მათი შესაბამისი გაწმენდის გარეშე.

2. ესტაკადებზე, ხიდებზე, ყრილებზე ან ნათხარებზე გაყვანილი პულპასადენების გასწვრივ მათი უსაფრთხო მომსახურებისათვის უნდა მოეწყოს, სულ ცოტა, 0,7 მ სიგანის გასასვლელები. გასასვლელებს ესტაკადასა და ხიდებზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 მ სიმაღლის შემოღობვა.

3. მილებზე, ესტაკადებზე გადასვლა და პულპასადენზე სიარული აკრძალულია.

4. გვირაბები, რომლებშიც გაიყვანება კუდსაცავიდან გაკამკამებული წყლის სარინი მილსადენები, აგრეთვე პულპასადენები, აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციით და საავარიო განათებით.

5. გაკამკამებული წყლის კოლექტორის წყალმიმღები ჭები უნდა მოეწყოს კავებით ადამიანების ჩასვლა-ამოსვლისათვის და შემოიღობოს მცურავი მოწყობილობით გარეშე საგნების მოხვედრისაგან კოლექტორების დასაცავად.

6. ხიდის საშუალებით წყალმიმღები ჭების ნაპირთან შეერთებისას ხიდის სიგანე უნდა იყოს, სულ ცოტა, 1 მ. ხიდი უნდა შემოიღობოს არანაკლებ 1 მ სიმაღლის მოაჯირი