1. შესაფუთი მანქანების სათავსი იზოლირებული უნდა იყოს სასაქონლო პროდუქტის საწყობიდან კედლით. კედელში საკონვეიერო ლენტის გასატარებლად უნდა იყოს ღიობები, რომელიც აღჭურვილია სპეციალური საფარველის, ფარდის და ა.შ. ტიპის მაჰერმეტიზებელი შემჭიდროებებით.
2. შესაფუთი მანქანის მემანქანის სამუშაო ადგილისკენ ტარის ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს მექანიზებული წესით.
3. მზა პროდუქტიანი ტომრების მიმართულების მისაცემად პრესკონვეიერების წინ დაყენებული უნდა იქნეს სპეციალური მიმმართველები. პრესკონვეიერის მუშაობის დროს მასში შეფუთულპროდუქტიანი ტომრების ხელით მიმართვა ან განთავისუფლება, აკრძალულია.
4. შნეკურ გადამტვირთავს უნდა ჰქონდეს ურიკის სვლის შემზღუდველი. შნეკური გადამტვირთავის წინ ყოფნა მისი მუშაობის დროს, აკრძალულია.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც შნეკური გადამტვირთავები განლაგებული არიან იმ სათავსებში, სადაც მომსახურე პერსონალს შეუძლია თავისუფლად შესვლა, ისინი აღჭურვილი უნდა იყონ გადასაადგილებელი მოწყობილობით, რომელიც კეტავს განმტვირთავ ღიობებს.
მადნის, კონცენტრატებისა და არამადნეული მასალების საწყობე