1. რეაქტორისა და გამომტუტავი აპარატის ხსნარით შევსებისას აუცილებლად უნდა იქნეს დატოვებული თავისუფალი სივრცე რეაქტორში 30 – 50 სმ, ხოლო გამომტუტავ აპარატში – 15 – 20 სმ.
2. რეაქტორის გამოსაშვები შტუცერების წმენდა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა სარევი სრულადაა გაჩერებული, რეაქტორში არ არის ხსნარი და მკვებავი მილსადენები გადაკეტილია.
3. რეაქტორის მუშაობისას სახურავი მჭიდროდ უნდა იყოს დაკეტილი და დამაგრებული.
4. რეაქტორის მუშაობის დაწყების წინ აუცილებელია ჩაირთოს გამწოვი და სრულმომცველი ვენტილაცია. რეაგენტების ხსნარი უნდა მიეწოდოს წვრილი ჭავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსნარის გამოსროლა ან მავნე აირების მძაფრი გამოყოფა.
5. გამწოვი ვენტილაციის მწყობრიდან გამოსვლის ან გაჩერებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ხსნარებისა დ რეაგენტების მიწოდება რეაქტორში და გადაიკეტოს ყველა ვენტილი. მუშაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ ვენტილაციის აღდგენის შემდე