1. რემონტის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ გამორთულ ღუმელზე, ელექტრული სქემის დაშლისა და ჩამიწების დაყენების შემდეგ ღია ღუმლის ცხელი რემონტის დროს საკერძეზე უნდა დაიყაროს ცივი კაზმი და გადაიხუროს ლითონის ფარებით.
2. მადანაღმდგენი ღუმლის კაპიტალური რემონტის დროს ელექტროდები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული. სარაფინირებელ ღუმლებიდან ელექტროდები უნდა იქნეს ამოღებული ელექტროდდამჭერებიდან, უნდა დაყენდეს სპეციალურ სტენდზე ან საიმედოდ დაეწყოს სტელაჟებზე.
3. ფეროშენადნობთა ღუმლების წყობის დაშლის დროს საამფეთქებლო სამუშაოები, აგრეთვე ნაღვენთებისა და ლითონწიდური ხირების მოცილება უნდა წარმოებდეს თანახმად 2006წ. 16 მაისს საქართველოს მთავრობის №95 დადგენილებით დამტკიცებული „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნებისა.
4. საამფეთქებლო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ღუმელზე სამუშაოდ დაშვება უნდა წარმოებდეს ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის მიერ ღუმლის დათვალიერების, შემოღობვების და გადახურვების მდგომარეობის შემოწმების შემდეგ.
5. ამონაგის დაწყობა 1,5 მ-ზე მეტ სიმაღლეზე უნდა წარმოებდეს ხარაჩოებიდან, ფიცარნაგებიდან და სხვა სამარჯვებიდან.
6. სამსხმელო კვანძის კრიჭის გამოყვანა და რემონტი უნდა ხდებოდეს საქურე ან სპეციალური მოედნიდან.
7. მშენებარე და რეკონსტრუირებად საამქროებში დახურული ღუმლების კამერების სექციებისა და ძაბრების დაბეტონება უნდა წარმოებდეს სპეციალურად აღჭურვილ სახელოსნოებში.
თავი XXIV
ლითონთერმული, ჰიდრომეტალურგიული, საგრანულაციო და საწვრილმანებელი მოწყობილობის რემონტ