1. ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში ტევადური ტექნოლოგიური აპარატურა (რეაქტორები, სასქელებლები, შემრევები და ა.შ.) უნდა იყოს აღჭურვილი ადგილობრივი გამწოვებით.
2. ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში მჟავებისა და ტუტეების ხსნარების მომზადება უნდა ხდებოდეს ცალკე, სპეციალურად აღჭურვილ სათავსებში, რომელთაც აქვთ გამწოვი ვენტილაცია.
3. ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში ტოქსიკურ ხსნარებთან მუშაობისას მიღებული უნდა იქნეს ზომები მათი იატაკზე დაღვრისა და გაშხეფის საწინააღმდეგოდ. ტოქსიკურ ნივთიერებათა დაღვრის შემთხვევაში უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები ნივთიერებების საშიშროების კლასის დასადგენად. ამასთან, სათავსი დაუყოვნებლივ უნდა დასუფთავდეს, ხოლო იატაკი გულმოდგინედ გაირეცხოს წყლის ჭავლით.
4. კაუსტიკით, ქრომის ანჰიდრიდით და სხვა ნივთიერებით შევსებული ლითონური ტარის გასახსნელი იზოლირებული კამერა სპეციალურ სტენდზე აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით