1. იმ ფეროშენადნობთა მსხვრევისას, რომელთა მტვერს აქვს პიროფორული თვისებები და შეტივტივებულ მდგომარეობაში აფეთქებასაშიში ან ხანძარსახიფათოა (სილიკოკალციუმი, ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორები, ფეროტიტანი, კრისტალური სილიციუმი, ფერომანგანუმი, ლითონური მანგანუმი, მაღალპროცენტიანი ფეროსილიციუმი და სხვ.), მიღებული უნდა იქნეს ზომები სამსხვრეველებიდან მტვრის მაქსიმალურად მოსაცილებლად, აგრეთვე საასპირაციო დანადგარების დროულად და რეგულარულად გასასუფთავებლად. საასპირაციო დანადგარების ჰაერსატარების კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მათში მტვრის დალექვას. სილიკოკალციუმისა და ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორების სამსხვრეველების საასპირაციო დანადგარები უნდა იყოს აფეთქებადაცული შესრულების და აღჭურვილი მცველი საფეთქებელი სარქვლებითა და სანთლებით წყალბადის მოსაცილებლად, აგრეთვე გადამწოდებით წყალბადის შემცველობის კონტროლისათვის. ამ შენადნობების მსხვრევისას მიღებული უნდა იქნეს ზომები (ინერტული აირები, ფლეგმატიზაცია, მიკროკაფსულირება და სხვ.), რომლებიც გამორიცხავენ აფეთქებახანძარსაფრთხიანი გარემოს შექმნას.
2. წისქვილებში იმ ფეროშენადნობთა დაფქვისას, რომელთა მტვერი აფეთქებახანძარსაფრთხიანია, მიღებული უნდა იქნეს აფეთქების ან ხანძრის წარმოქმნის შესაძლებლობის გამომრიცხავი ზომები. წისქვილები და მასალების დატვირთვისა და გადმოტვირთვის კვანძები უნდა იყოს ჰერმეტიზებული ისე, რომ გამოირიცხოს მტვრისა და გაზის გამოტყორცნა
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 91. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა შენადნობთა მსხვრევადაწვრილმანებისას
თავი XXVII — საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 83. სანიტარიული მოთხოვნები ნადნობთა შერევის მეთოდით ფეროშენადნობთა წარმოებისას
- მუხლი 84. სანიტარიული მოთხოვნები ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში
- მუხლი 85. სანიტარიული მოთხოვნები სამსხმელო ჭურჭლებსა და ჩამომსხმელ მანქანებზე
- მუხლი 87. სანიტარიული მოთხოვნები წიდების გადამუშავებისა და გრანულაციისას
- მუხლი 88. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 89. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა ლითონთერმულ წარმოებაში
- მუხლი 92. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა ფეროშენადნობთა შეფუთვისა და საწყობში მოთავსებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 91, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-91/