1. სილიკოკალციუმი, ფეროსილიციუმი, ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორები, კალციუმის კარბიდი და სხვა ფეროშენადნობები, რომლებსაც ტენის არსებობისას და ხანგრძლივი შენახვის დროს შეუძლიათ წარმოქმნან აფეთქებასაფრთხიანი და ტოქსიკური აირები, უნდა შეიფუთოს მხოლოდ მშრალ, ჰერმეტულად დახურულ ტარაში.
2. საწყობებს (სათავსებს), სადაც ინახება კალციუმის კარბიდი, უნდა ჰქონდეს წარწერა „ცეცხლსაშიშია“, „აფეთქებასაფრთხიანია“. ისინი აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაქრობი საშუალებებით (ფხვნილოვანი ცეცხლმაქრებით, მშრალი ქვიშით, ქეჩით)