2. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვისას  სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ წინამდებარე წესის და საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

3. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვა ხორციელდება საქართველოში ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი მაჩვენებლების ფორმირებისათვის და მოიცავს:

ა) ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას, რომელსაც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ (შემდგომში –
სააგენტო);

ბ) საუწყებო და ტერიტორიულ სტატისტიკურ აღრიცხვას, რომელსაც უზრუნველყოფენ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა იურიდიული პირები, აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული და სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფები   (შემდგომში –
სახელშეკრულებო დანაყოფები), რომლებიც სტატისტიკური აღრიცხვის ანგარიშგებას დადგენილი წესით წარუდგენენ სააგენტოს.

4. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა წარმოებს ქვეყანაში მომხდარი ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების საუწყებო და ტერიტორიული სტატისტიკური აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემების შემდგომი დამუშავების, ანალიზის, მონაცემების ფორმირებისა და განზოგადებისათვის.

5. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების საუწყებო და ტერიტორიული სტატისტიკური აღრიცხვა წარმოებს ქვეყანაში მოხდარი ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების პირველადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზისათვის, აგრეთვე ადმინისტრაციული მონაცემთა პირველადი ბაზის ფორმირებისათვის.

6. პირველადი სტატისტიკური მონაცემები ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების თაობაზე შეიცავს რესპოდენტებისაგან მიღებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას.

7. ადმინისტრაციული მონაცემები ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების თაობაზე შეიცავს პირველადი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აღრიცხვის ფორმების ან/და ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვის ელექტრონული მონაცემთა ბაზების შესაბამისად გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც იძლევა ოფიციალური სტატისტიკური  აღრიცხვის და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგებისათვის ინფორმაციის ფორმირების შესაძლებლობა