წესი) შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და ადგენს საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიან წესს.

2.  ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირების მიზნით წინამდებარე წესი არეგულირებს ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის ერთიან მოთხოვნებს.

3. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა წარმოებს მათი წარმოქმნის გარემოებების ანალიზის და კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღების, შექმნილ ვითარებაზე დროული რეაგირების, აგრეთვე ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული ხანძრების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების და ხანძრის ჩაქრობისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით.

4. წესი სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულება-ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობა