ა) წვის შემთხვევები, რომლებიც განპირობებულია წარმოების ტექნოლოგიური პროცესის სპეციფიკით (გათვალისწინებულია ტექნოლოგიურ რეგლამენტში ან სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციაში), ან სამრეწველო დანადგარებისა და აგრეგატების მუშაობის პირობებით;

ბ) წვის შემთხვევები, როგორც საგნების ცეცხლით, სითბოთი ან სხვა თერმული (თბური) დამუშავების შედეგი მათი გადამუშავების, სხვა თვისებრივი მახასიათებლების შეცვლის მიზნით (შრობა, ხარშვა, უთოობა, შებოლვა, შეწვა, დნობა), თუ მათ არ მოჰყოლია წვის გავრცელება;

გ) აფეთქებები, ანთებები, ელექტროსტატიკური განმუხტვა, რომელსაც არ მოჰყოლია ხანძარი;

დ) ელექტროქსელში, ელექტრომოწყობილობებში, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ელექტროხელსაწყოებში მოკლე ჩართვის შემთხვევები, რომლებსაც არ გამოუწვევიათ ხანძარი ან/და ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელება აპარატის, აგრეგატის და მექანიზმის ფარგლებს გარეთ;

ე) დაკვამლიანების შემთხვევები საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გაუმართაობის და საკვების მომზადების შედეგად, წვის შემდგომი გავრცელების გარეშე;

ვ) ხანძრები, რომლებიც მოხდა ექსტერიტორიულობის უფლებით მოსარგებლე ობიექტებზე, მათთვის დამდგარი შედეგების მიუხედავად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ხანძარმა მატერიალური ან სხვა ზიანი მიაყენა საქართველოს იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს;

ზ) თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობა თვითდაწვის გზით, თუ ამას არ მოჰყოლია წვის გავრცელება, სხვა ადამიანების დაღუპვა ან ტრავმირება, ან მატერიალური ფასეულობების განადგურება;

თ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებებში წარმოქმნილი წვის შემთხვევები;

ი) ხანძრები, რომელთა მიზეზი გახდა საავიაციო და სარკინიგზო კატასტროფები, ფორსმაჟორული გარემოებები (ტერორისტული აქტები, საომარი მოქმედებები, სამართალდამცავი ორგანოების სპეცოპერაციები, მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევა და სხვა გარემოებები