1.
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების
გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და
სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე
;
2.
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.
3.
დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ.
4.
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5.
აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას