1.
აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და
ნარგავების მრავალწლიანი მოვლა
;
2.
აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია
;
3.
გადაბელვა – ხის მთლიან ვარჯზე ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლება, ან მთლიანად მოშორება (განშტოებების გადაბელვა). იმ შემთხვევაში, თუ ვარჯი მთლიანად იჭრება, ისე რომ მხოლოდ ხის ღერო რჩება, ღეროს გადაბელვა;
4.
გაშენება – მწვანე ნარგავებით დაუფარავი ტერიტორიების გამწვანება
;
5.
დაინტერესებული პირი – ჭრის განხორციელებაზე დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი
;
6.
ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7.
ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე
;
8.
კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი
;
9.
მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები
;
10.
მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული
;
11.
მოსაჭრელი ხეების მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების გამიჯვნა მოსაზღვრე
ტერიტორიისგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის
უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების
მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
;
12.
მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა
;
13.
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და
აღრიცხვის უწყისის შედგენა.
;
14.
ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
15.
ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე
;
16.
სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე
შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
;
17.
სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ- დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა
;
18.
ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;
;
19.
ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების ტერიტორიიდან გამოუზიდავად
დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი
;
20.
ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა
;
21.
ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
;
22.
რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისგან გაწმენდილი ხე, კარგად
ფორმირებული ვარჯით.
;
23.
მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
24.
დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
;
25.
უფლებამოსილი ორგანო – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“)
;
26.
საშეშე ხე – ხე მიეკუთვნება საშეშე კატეგორიას, თუ მისი ღეროს დაუზიანებელი ნაწილის სიგრძე შეადგენს 4 მეტრზე ნაკლებს.
27.
სამასალე ხე – ხე მიეკუთვნება სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი
ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 4მ-ს და მეტს.
;
28.
საფრთხის შემცველი ხე - ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეს უქმნის ადამიანს, პირუტყვს ან შენობა-ნაგებობას.
;
29.
რჩეული ხე - ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და
როკებისგან მაქსიმალურდ გაწმენდილი ხე კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხის გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში
;
30.
დამხმარე ხე - ის ხე, რომელიც ხელს უწყობს რჩეული ხის ღეროს გაწმენდას ტოტებისგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებისა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას.
;
31.
მავნე ხეს უნდა მიეკუთვნოს:
ა) ხე, რომელიც ხელს უშლის რჩეული და დამხმარე ხის ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხე;
ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხე, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხე კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას, ან/და მისი მოჭრით არ შეიქმნებოდა დიდი ფანჯრები (სიცოცხლისთვის საშიში, რომელიც საფრთხეს უქმნის შენობებს და ა.შ);
გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობა, თუ ის ხელს უშლის რჩეული და დამხმარე ხის ზრდა-განვითარებას და მისი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0,5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას