1.
დაპროექტებას ექვემდებარება:
ა) კულტურების გაშენება;
ბ) სანერგეების მოწყობა;
გ) დაცვითი ნარგავების გაშენება;
დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;
ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
2.
მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ.) და მიზანს;
ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;
გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;
დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის
რეკომენდაციებს;
ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.