1.
ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე, ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით, ხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება.
2.
ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3.
ერთჯერადი მავნე ხეების ჭრა, რომელიც საფრთხეს უქმნის შენობა-ნაგებობას და ადამიანის სიცოცხლე