1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია:
ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს;
გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება;
დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა.
2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს:
ა) ხანძრისგან;
ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან;
გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან;
დ) უკანონო ჭრისგან;
ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან;
ე1) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან;
ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. საქართველოს ტყის დაცვის მიზნები 1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია: ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს; გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება; დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა. 2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს: ა) ხანძრისგან; ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან; გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან; დ) უკანონო ჭრისგან; ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან; ე1) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან; ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.