1. ტყეთმოწყობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს საკვლევი ობიექტის საკვარტალე ქსელის შემუშავებას, ფართობების დეშიფრირებას, ტყის შიდასამეურნეო ორგანიზებას და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადებას;
ბ) საველე სამუშაოების ეტაპი მოიცავს საკვლევ ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის ღონისძიებების ჩატარებას;
გ) კამერალური სამუშაოების ეტაპი მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის საფუძველზე ტყის მართვის გეგმის მომზადებას.
2. ტყეთმოწყობის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს ორთოფოტოგეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ტყის კორომთა გეგმები, ტყის აღრიცხვის არსებული მონაცემები (მათ შორის, გასული სარევიზიო პერიოდის ტყეთმოწყობის მასალები), საკვლევი ობიექტის რელიეფის სიმაღლითი ციფრული მოდელი, ინფორმაცია ტყის საზღვრების შესახებ, საველე სამუშაოებით აზომილ-დაზუსტებული ტყის საზღვრები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.
3. საჭიროების შემთხვევაში, ტყის საზღვრების აზომვები ტარდება თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიების გამოყენებით.
4. ტყეთმოწყობის სამუშაოთა ჩატარებისას ხორციელდება:
ა) ტყის ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, არსებული ტყის და მერქნული რესურსების მდგომარეობის მაჩვენებლების ხარისხის ანალიზი, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება ტყის ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა და ფაუნისა) სარგებლობაზე, მოვლაზე, დაცვაზე, აღდგენაზე, განახლებასა და გაუმჯობესებაზე;
ბ) საკვლევი ობიექტის საზღვრების (კონტურების) დაზუსტება, შიდასამეურნეო მოწყობა - საკვარტალე ქსელის პროექტის შედგენა, სატყეოებად, სამცველოებად და კვარტალებად დაყოფის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საკვლევი ობიექტის გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, თემატური რუკების, საკადასტრო აზომვითი ნახაზების და სხვა კარტოგრაფიული მასალის მომზადება;
დ) საკვლევი ობიექტის ტყის და ტყის მიწების საზღვრების დაზუსტება/გამოვლენა, შესაბამის კატეგორიებად დაყოფის თაობაზე;
ე) კვარტალის ფარგლებში კორომების ტაქსაციური მახასიათებლების მიხედვით ლიტერებად დაყოფა (ლიტერის მინიმალური ფართობი შეადგენს 0,5 ჰა-ს და მეტს, თუ ტექნიკური დავალებით სხვა რამ არ არის დადგენილი), ამ მახასიათებლების დაზუსტება, ასევე ტყის დეგრადირებული, ეროზირებული, ნახანძრალი, ჯგუფურად ჩახერგილი, ფიტო და ენტო მავნებლებით დაზიანებული და არადამაკმაყოფილებელი განახლების მქონე უბნების გამოვლენა და შესაბამისი აღდგენა-გაშენების, ხანძარსაწინააღმდეგო, მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა;
ვ) ტყის მერქნული რესურსების, მათ შორის, დასამზადებელი ხეტყის მოცულობის დადგენა;
ზ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ტყის არამერქნული რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი დამზადებისათვის და მოპოვებისათვის შესაძლო ფართობების გამოვლენა (მათ შორის, სათესლე, სამკურნალო, თაფლმომცემი და ნაყოფმომცემი უბნები);
თ) ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნების განხორციელებისათვის შესაძლო ტერიტორიების გამოვლენა;
ი) საკვლევი ობიექტის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენა და მათი მდგომარეობის შეფასება;
კ) ტყის ბოლო ტყეთმოწყობით (ასეთის არსებობისას) დაგეგმილი და სარევიზიო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შეფასება;
ლ) ხელუხლებელი და მაქსიმალური სატაქსაციო მაჩვენებლების მქონე ეტალონური მახასიათებლების მქონე კორომების გამოვლენა.
მ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა დავალებების შესრულება, ასევე სხვა მონაცემების მოპოვება, მომზადება და დამუშავება.
5. ტყეთმოწყობის საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდად მიიჩნევა სავეგეტაციო პერიოდი, როდესაც ტყის მცენარეების ბიოლოგიური შეფასება შესაძლებელი