1. სატყეო ტაქსაციის მეთოდებია თვალზომური, აზომვითი და მონაცემთა აქტუალიზაცია.

2. თვალზომური მეთოდის დროს სატაქსაციო უბნის ყველა ძირითადი მაჩვენებელი განისაზღვრება თვალზომურად (ვიზუალურად). დახასიათება ხდება ადგილზე, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი (სანავიგაციო ხელსაწყოს GPS-ის მეშვეობით დაფიქსირებული სვლა-გეზის ასახვით) დათვალიერების შედეგად.

3. აზომვითი მეთოდის დროს აიღება სანიმუშო ფართობი (დანართი №1-ის შესაბამისად). უბანში აიღება წრიული, მართკუთხა ან ლენტისებური (10 ან 20 მ. სიგანის)  სანიმუშო ფართობები ტაქსაციური მაჩვენებლების დასადგენად. სანიმუშო ფართობების რაოდენობა და ფართობი დამოკიდებულია უბნის სიდიდეზე და კორომის საშუალო დიამეტრზე. სანიმუშო ფართობები მეტნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განლაგებული, რისთვისაც ისინი გარკვეული სქემით მოინიშნება აეროფოტო ან ტოპო აბრისზე. სანიმუშო ფართობის აღების წესი განისაზღვრება ტექნიკურ დოკუმენტში.

4. მონაცემთა აქტუალიზაციის მეთოდი გამოიყენება:

ა) 350-ზე მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირებით ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვების გზით;

ბ) ცვლილების შეტანის დროს გათვალიწინებული უნდა იქნეს შესაბამის დოკუმენტაციაში ასახული განვლილ პერიოდში სამეურნეო საქმიანობით და სტიქიურ მოვლენათა შედეგად განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ტყის  საზღვრების ცვლილებები.

5. ნაბელი კორომის ტაქსაცია:

ა) ნაბელი კორომები წარმოშობილია ნაბელი მეურნეობის წარმოებისას;

ბ) ნაბელი კორომის კატეგორიას მიეკუთვნება კორომი, როდესაც გადაბელილ ხეთა რაოდენობა კორომში ხეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს შეადგენს;

გ) ნაბელ კორომებში ტაქსაცია ტარდება სატყეო ტაქსაციაში მიღებული წესებით.

6. ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები განისაზღვრება წესის დანართ №2-ის შესაბამისად, ხოლო ხეების სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშე კატეგორიებზე მისაკუთვნებლად საჭიროა ხის ღეროს სამასალე ნაწილის სიგრძის ნორმატივები - დანართ №3 შესაბამისა