1. დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება სატყეო ტაქსაციის თვალზომური ან/და აზომვითი მეთოდები:

ა) დეტალური მეთოდით ტყის აღრიცხვა ხორციელდება წინასწარ დეშიფრირებულ ყველა ლიტერის თვალზომური ტაქსაციით (ნატურაში შეფასებით), ხოლო ჭრას დაქვემდებარებულ უბნებში  (გარდა სანიტარიული ჭრებისა) დამატებით სანიმუშო ფართობის აღებით. სხვა შემთხვევებში სანიმუშო ფართობის აღების აუცილებლობა განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. 360 და მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ (რთული რელიეფი, გართულებული გადაადგილება) და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება დეშიფრირებული ორთოფოტოგეგმების  ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით (მათ შორის დრონის გამოყენებით) დაკვირვების გზით ან/და მონაცემთა აქტუალიზაციით;

ბ) ჭრას დაქვემდებარებულ ლიტერებში (გარდა სანიტარიული ჭრებისა) სანიმუშო ფართობის სიდიდე (ფართობი)  უნდა შეადგენდეს ლიტერის საერთო ფართობის არანაკლებ 3%-ს და სანიმუშო ფართობის მონაცემები თან ერთვის საველე სატაქსაციო აღწერებს;

გ) ტყის დეტალური აღრიცხვის დროს ლიტერების გამოყოფა (მათი კონტურის დადგენა) ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირების საფუძველზე და მისი საველე პირობებში დაზუსტებით;

დ) ადგილზე ლიტერის გამოყოფა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით:

დ.ა)  ტყის ტერიტორიის შესაბამისი კატეგორია;

დ.ბ) გაბატონებული მერქნიანი მცენარის სახეობა, კორომის შემადგენელი მერქნიანი მცენარის სახეობები და შემადგენლობის კოეფიციენტი (ათი ერთეულის ფარგლებში) იარუსების მიხედვით;

დ.გ) კორომის წარმოშობა;

დ.დ) კორომის ხნოვანების ჯგუფი;

დ.ე) კორომის სიხშირის ჯგუფი;

დ.ვ) ფერდობთა დაქანების ჯგუფი;

დ.ზ) ექსპოზიცია (რუმბებად, მკაფიოდ გამოხატული);

ე) ლიტერისათვის ივსება სატაქსაციო ბარათი, წესის დანართ №4-ის ცხრილ №7-ის შესაბამისად;

ვ) საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეების და არამერქნული რესურსების სატაქსაციო აღწერის მეთოდები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით.

2. ტყის დეტალური მეთოდით აღრიცხვის სამუშაოების პირველად ერთეულს  წარმოადგენს ლიტერი.

3. ტყის დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება ტყითსარგებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მეთოდებიც, უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების საფუძველზ