1. ტყეთმოწყობა არის საქართველოს ტყეში განსახორციელებელ ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის და ტყის  რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს.

2.   ტყეთმოწყობის ობიექტს წარმოადგენს  ტყე და ტყის მიწები.

3. ტყეთმოწყობის მიზანია საქართელოს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა.

4. ტყეთმოწყობის მასალების სისტემატიზაციის საფუძველზე დგება ტყის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს  დასკვნით დოკუმენტს ტყის ძირითადი მახასიათებლების შესახე