1. ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელ, საველე და კამერალურ სამუშაოებს, რომელთაგან:
ა) მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს საკვლევი ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავებას;
ბ) საველე სამუშაოები მოიცავს საველე პირობებში, საკვლევ ობიექტზე ტექნიკური დავალებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით ღონისძიებების ჩატარებას;
გ) კამერალური სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას შესაბამისი ელექტრონული პროგრამებით.
2. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე მასალები მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) კლასტერის ინფორმაცია და მასალები: კლასტერის ID, კლასტერისკენ სვლის საწყისი წერტილის GPS კოორდინატები, GPS ცდომილება, კლასტერისკენ სვლის დაწყების დრო და თარიღი;
ბ) სანიმუშო ფართობზე შესაფასებელი ცვლადები: სანიმუშო ფართობის ID, სანიმუშო ფართობის მისადგომობა, ტყე, ტყის მიწები და სხვა მიწები, ცენტრის GPS კოორდინატები, მიბმის ობიექტების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, მიბმის ობიექტის ტიპი, აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი და ფოტო), აზომვების დაწყების დრო, ტყის საზღვართან არსებული არასრული სანიმუშო ფართობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის ტყის საზღვრის წერტილები);
გ) 5 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: მიწის დაფარულობის ტიპი (მათ შორის პროცენტებში), ქვეტყის სახეობები, ქვეტყის დაფარულობა პროცენტებში, ქვეტყის სიმაღლე (თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე);
დ) 15 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: ნიადაგის ეროზია (მათ შორის, ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზები), ტყის დეგრადაციის სტატუსი, ვარჯის შეკრულობა, ვერტიკალური სტრუქტურა (იარუსები);
ე) 25 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: პირუტყვის ძოვება, ლანდშაფტის ელემენტები;
ვ) ძირნაყარის ცვლადები: ძირნაყარი ხეტყის აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი ძირნაყარი ხეტყის მსხვილ ბოლომდე, ძირნაყარი ხეტყის ტიპი, ძირნაყარი ხეტყის დიამეტრი, ძირნაყარი ხეტყის სიგრძე, ძირნაყარი ხეტყის ლპობის ხარისხი;
ზ) მოზარდ-აღმონაცენის ცვლადები: მოზარდ-აღმონაცენის სახეობები, მოზარდ-აღმონაცენის სიმაღლე, მოზარდ-აღმონაცენის რაოდენობა;
თ) ერთეული მერქნიანი მცენარეების ცვლადები: ხის ნომერი/ID, ღეროს ნომერი/ID, ხის აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი ცენტრიდან ხემდე, ხის კლასი, ერთეული ხის სახეობა, ერთეული ხის ტაქსაციური დიამეტრი, ზრდადი ხის აღრიცხვა, ნაბელი ხის აღრიცხვა, ზეხმელი ხის აღრიცხვა, გადატეხილი ხის აღრიცხვა;
ი) ხის ასაკის, სიმაღლისა და შემატების ცვლადები: ერთეული ხის სიმაღლე, ერთეული ხის გაბურღვა ასაკის დასათვლელად (აღებულ ნიმუშს მიეთითება კლასტერის ID, სანიმუშოს ID და ხის/ღეროს ნომერი), ერთეული ხის გაბურღვა დიამეტრში შემატების დასაანგარიშებლად (აღებულ ნიმუშს მიეთითება კლასტერის ID, სანიმუშოს ID და ხის/ღეროს ნომერი);
კ) ძირკვების აზომვის ცვლადები: ძირკვის ტიპი, ძირკვის დიამეტრი, ჰორიზონტალური მანძილი ცენტრიდან ძირკვამდე, ძირკვის აზიმუტი, ძირკვის სიმაღლე, ძირკვის წარმოშობა, ძირკვის ლპობის კლასი;
ლ) სამუშაოების დასრულებისას შესაფასებელი ცვლადები: სანიმუშო ფართობის სტანდარტული ფოტოსურათი, სანიმუშო ფართობზე აზომვების დასრულების დრო, კლასტერში სამუშაოების დასრულების დრო და თარიღ