1. ტყის ეროვნული აღრიცხვის თითოეულ კლასტერს ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი. თითოეულ სანიმუშო ფართობს ენიჭება ნომერი.

2. კლასტერი შედგება სამი წრიული სანიმუშო ფართობისგან, რომელთა ცენტრები მდებარეობს წინასწარ განსაზღვრულ კოორდინატებზე. სანიმუშო ფართობები კლასტერზე განთავსებულია ლათინური ასო “L”-ის ფორმით (ნახევარ კვადრატი). მუდმივი სანიმუშო ფართობების მდებარეობა განისაზღვრება დადგენილი კორდინატთა ბადის საწყისი წერტილის მიხედვით, რომლის გადაკვეთის წერტილები კლასტერის ცენტრს წარმოადგენს. მეტრულ კოორდინატთა ბადის გადაკვეთის წერტილები წარმოადგენს 3600X3600 მეტრის ჯერადს. თითოეული კლასტერი მოიცავს 3 სანიმუშო ფართობს.

3. სანიმუშო ფართობი №2 წარმოდგენს კლასტერის ცენტრს, რომელიც მდებარეობს ბადის წერტილების გადაკვეთის ადგილას. სანიმუშო ფართობი №1 მდებარეობს ცენტრიდან ჩრდილოეთით 100 მ-ში, ხოლო სანიმუშო ფართობი №3 მდებარეობს ცენტრიდან აღმოსავლეთით 100 მ-ში.

4. სანიმუშო ფართობში შედგება 5, 10, 15 და 25 მ რადიუსის მქონე შრისგა