1. ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება ამ წესის და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2.ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნით ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხდება სამინისტროს მიერ.
3. ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელებისას შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები დგინდება შესაბამისი ტექნიკური დავალებით.
4. ტყის ეროვნულ აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო, 10 წელიწადში ერთხელ. ტყის ეროვნული აღრიცხვა, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრები