1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება ტყის ეროვნული აღრიცხვისგან, ტყეთმოწყობისა და საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისგან.
2. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა ემსახურება:
ა) ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას, ტყის რესურსების აღრიცხვას, შეგროვილი მასალების ანალიზის საფუძველზე მიღებულ მონაცემთა სისტემატიზაციაში მოყვანას;
ბ) ტყის მართვის გეგმის შედგენას და ამ გეგმის საფუძველზე ტყის დაცვას, მოვლას, აღდგენას და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
გ) სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ტყის ეკოსისტემებისა და ტყის ბუნებრივი რესურსების მდგომარეობაზე და შემდგომში მათი გამოყენების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზ