1. ტყეთმოწყობა ხორციელდება ამ წესის და ტექნიკური დავალებით  გათვალისწინებული მოთხოვნების  შესაბამისად.

2. ტექნიკურ დავალებას, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.

3. ტყეთმოწყობის სამუშაოები ასახული უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში, საკვლევი ობიექტის მიზნობრივი და ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე.

4. ტყეთმოწყობის სამუშაოთა ეტაპების სქემა და მათი ამოცანები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. ამასთან, ტექნიკური  დავალებით  შეიძლება  არ იქნეს მოთხოვნილი ამ წესის მე-14  მუხლით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოებ