1. ამ წესის მიზანია:

ა) სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ტყის ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ, საქართელოს ტყის კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის საზღვრებს გარეთ გაწეული მომსახურების სახეებისა და მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრა;

გ) მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში შესაბამისი საკომპენსაციო საფასურების დადგენის წესის განსაზღვრა;

დ) ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ე) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოს, მათ შორის, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვა ღირებულებათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული რეგულირება;

ვ) ტყის რესურსების და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება;

ზ) ტყის მართვის ორგანოების მიერ საქართველოს ტყის ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საფუძველზე მართვის უზრუნველყოფა.

2. ამ წესის მიზნებისათვის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ, ასევე დაურეგისტრირებელ  მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომლებიც არ ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურს