შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2597 |
|
2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობის ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბის პორტალამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ჩხოროწყუ-წალენჯიხის სატყეო უბნის მუხურის სატყეოს ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში მდებარე 16251 კვ.მ მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.15.35.041; №46.15.35.042; №46.15.35.043; №46.15.35.044; №46.15.35.045) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის (ხე-ტყის ჭრის უფლებით) გადაეცეს შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ (ს/ნ: 205256177) ერთ წლამდე ვადით.
2. შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) სპეციალური ჭრები განახორციელოს 35 გრადუსსა და მეტი დაქანების ფერდობებზე;
ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ბ.ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) − 11 იდივიდი;
ბ.ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) − 3 იდივიდი.
3. შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ვალდებულია:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით;
გ) მაღალი ქანობის (>300) ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებისას გაითვალისწინოს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობა.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 14.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2597. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025223.
- სად არის „შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2597, 14.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025223 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4138355/