სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2738
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
1. 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭოროხის“ მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: 205169066) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის 318 635 კვ. მ მიწის ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №22.32.02.927; №22.32.02.926; №22.32.02.923; №22.32.02.924; №22.32.02.921; №22.31.03.827; №22.32.02.925; №22.36.01.203; №22.36.01.201; №22.36.01.202; №22.36.01.204; №22.32.01.999; №22.32.05.003; №22.32.05.001; №22.32.01.065; №22.31.03.829; №22.31.03.825; №22.36.01.206; №22.32.02.920; №22.31.03.823; №22.32.02.922; №22.31.03.826; №22.31.03.824; №22.28.11.115; №22.28.11.119; №22.28.11.117; №22.28.11.116; №22.32.04.002; №22.31.03.828; №22.32.04.001; №22.36.01.205; №22.32.05.002; №22.28.11.118; №22.28.11.121; №22.28.11.120; №22.32.01.998) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 1959 (ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი) ინდივიდი;
ბ) „პატარა თელადუმა“ (Ulmus minor Mill.) – 19 (ცხრამეტი) ინდივიდი;
გ) „მცირენაყოფიანი ბალამწარა“ (Cerasus microcarpa C.A Meyer) – 13 (ცამეტი) ინდივიდი;
დ) „კაკლის ხე“ ( Juglans regia L) – 8 (რვა) ინდივიდი.3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.