სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2644
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთვრობის

განკარგულება №2644

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. 110 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის − „ხუდონის“  მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  (ს/კ: 204995176) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.16.44.073; №42.16.44.074; №42.16.44.659; №42.16.44.076; №42.16.44.077; №42.16.44.656; №42.16.44.075; №42.16.44.657; №42.16.44.658) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი შემდეგი მცენარეები:

ა)  ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ინდივიდი;

ბ)   მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 2 (ორი) ინდივიდი.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი კვირიკაშვილი