შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2431
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2431

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის“  საქართველოსწითელი ნუსხითდაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი 200-ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობისთვის ტერიტორიაზე მისასვლელი სამანქანე გზის მოსაწყობად, შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“  (ს/კ: 416330116) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს სახელმწიფო საკუთრებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.07.04.529) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის „პატარა თელადუმას“ (Ulmus minor Mill.) 16 (თექვსმეტი) ინდივიდი.

2. შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას −  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

   

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი