განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002395999
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5638-18 24 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ად------------–----–--------------- (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ------------–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – გ-----------–--------------------–---------------------------–--------------------------–--------------–-- (მოსარჩელე)
წარმომადგენლები - თ-------------–---–---–---------------–---–-
დავის საგანი – გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე ა--------------–----–----------------------, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 12 935.85 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გ-----------–--------------------–---------------------------–--------------------------–--------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ად------------–----–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 12 935.85 ლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მუხლების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ გარემოზე ზიანის მიყენება არ მომხდარა უშუალოდ ად------------–----–---------------- მიერ და გარკვეული პასუხისმგებლობა თავად მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელ სუბიექტსაც (შპს „მ–-----------–“) ეკისრება. არასწორია მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ერთადერთი საფუძველი გახდეს ის, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ შ-----–----------- ვერ უზრუნველყო საჭირო ნებართვებით, რადგან ასეთი ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, თავად შ-----–----------- იყო ვალდებული, არ დაეწყო შესაბამისი სამუშაოები, ანდა უკვე დაწყებული სამუშაოები შეეჩერებინა, რაც მან არ შეასრულა.
5.2. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სამართალდარღვევის მომენტიდან გასულია უკვე სამი წელი, რაც მოპასუხეს ართმევს შესაძლებლობას, რომ მოიპოვოს სარჩელის საპირისპირო მტკიცებულებები (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა).
5.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ ოქმში დაფიქსირებული ყველა დარღვევა სინამდვილეში არ მომხდარა. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპ----–----------- ქვიშა-ხრეში მოპოვებული ჰქონდა არა სადავო ტერიტორიაზე, არამედ შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, სასამართლოს უნდა შეემცირებინა ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2----–-–---------------ს N--- ხელშეკრულების საფუძველზე, ა--------------–----–------------------- დაკვეთით, შ-----–----------- აწარმოებდა ა-------- სატყეო უბნის N-------------- კვარტლების ტერიტორიაზე კ----–----- ხეობაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
9.2. ა-------- სატყეო უბნის N-------------- კვარტლების ტერიტორიაზე კ----–----- ხეობაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში გარემოს დაცვის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა სახის სამართალდარღვევები, კერძოდ: 1. ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების ფაქტი, 2. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი; 3. წიაღით უკანონო სარგებლობის ანუ ქვიშა -ხრეშის მოპოვების ფაქტი და 4. ტყის ფონდის ტერიტორიის მითვისება კაპიტალური შენობა - ნაგებობის განთავსებით, რომელთა საფუძველზე გარემოზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ 12935,85 ლარი შეადგინა.
9.3. 2----–-–----------------------------–----- ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შ-----–------------ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N------ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლის, 571-ე მუხლის, და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ფაქტზე.
9.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2016 წლის 29 იანვრის 2-------------------------- წლის დადგენილებით შ-----–----------- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლით, 571-ე მულით და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512-ე მუხლის სანქციის ფარგლებში დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
9.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----- მარტის N----------- დადგენილებით შ-----–------------ საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ა-------- მუნიციპალიტეტში 2016 წლის 29 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა სასამართლოს;
9.6. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2016 წლის 31 მაისის N---------------- დადგენილებით საქმის წარმოება შეწყდა შ-----–------------ მიმართ, მის ქმედებაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლით, 571-ე მუხლით და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო; აღნიშნული დადგენილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.
10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია მოპასუხე - ად------------–----–---------------- მიერ გარემოზე 12935,85 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. პალატის ასეთი დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
10.2. დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობაა ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც იგულისხმება სხვისი სუბიექტური უფლებების ყოველგვარი დარღვევა სათანადო უფლებამოსილების არქონის პირობებში. პასუხისმგებლობის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული.
10.3. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია ის, თუ რამდენად მიუთითებს სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის შესამოწმებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ვალდებულების დარღვევა, ქმედების მართლსაწინაღმდეგოობა, ბრალეულობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის მართლწინააღმდეგობა წარმოადგენს დელიქტის წინაპირობას. მართსაწინააღმდეგო არის ქმედება, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არ შეესაბამება. მართლწინააღმდეგობა სახეზეა ვალდებულების დარღვევისას და დგინდება აღნიშნული დარღვევის დამტკიცებით.
10.4. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-191-183-2016).
10.5. მოცემულ შემთხვევაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს 2----–-–---------------- N-------- წერილით დადგენილია, რომ ა-------- სატყეო უბნის კ----–----- სატყეო არსებული ფართობი წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას, აღნიშნულ ფართობზე არ არის გაცემული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ნებართვა.
სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად უდავო გარემოებაა, რომ ა-------- სატყეო უბნის კ----–----- სატყეოს N2--------- კვარტლების ტერიტორიაზე სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოების განხორციელება დასაშვები იყო მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის შესახებ ნებართვის საფუძველზე, რაც სადავო შემთხვევაში სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტს არ გააჩნდა.
დადგენილია, რომ ა-------- სატყეო უბნის კ----–----- სატყეო ტერიტორიაზე სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს დაცვის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები: ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილება; უკანონო ტყითსარგებლობა; წიაღით უკანონო სარგებლობის ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვება და ტყის ფონდის ტერიტორიის მითვისება კაპიტალური შენობა-ნაგებობის განთავსებით, რითაც გარემოს მიადგა, ჯამში, 12935,85 ლარის ოდენობით ზიანი.
10.6. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პრეტენზიას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელ სუბიექტს შ-----–----------- წარმოადგენს.
მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა-------- სატყეო უბნის კ----–----- სატყეო ტერიტორიაზე სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებათა სფეროს განეკუთვნებოდა, რა დროსაც 2015 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ კ----–----- სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შპ----–----------- დააკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია მითითებული ნორმის ის ნაწილი, რომლის თანახმად, მოვალე პასუხს აგებს იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად. განსახილველი ნორმა მიგვითითებს სხვისი (ქვეკონტრაქტორის) ბრალის გამო პასუხისმგებლობაზე, რაც განსახილველ საკითხთან მიმართებაში ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო ქმედებაში (სავალდებულო ნებართვების გარეშე სამუშაოების შესრულება) დადგინდებოდა შ-----–------------ ბრალეულობა, აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, ვერ გახდებოდა მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
10.7. საფუძველსმოკლებულია აპელანტის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 31 მაისის დადგენილებით შ-----–------------ მიმართ შეწყდა საქმის წარმოება (მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არ არსებობის გამო), ად------------–----–---------------- მიმართ აღარ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. კერძოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–----- მარტის დადგენილებით, რომლითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოკვლეულიყო და შეფასებულიყო, რამდენად წარმოადგენდა შ-----–----------- სამართალდამრღვევ სუბიექტს, რა დროსაც მხედველობაში უნდა მიღებულიყო საქმეზე დადგენილი ის უდავო გარემოება, რომ შ-----–------------ საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენდა სასარგებლო წიაღის მოპოვება და სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა და რომ იგი სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2016 წლის 31 მაისის დადგენილებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, სწორედ, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ შ-----–----------- არ მიიჩნია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში სამართალდამრღვევ სუბიექტად, ვინაიდან შ-----–------------ სამუშაოებს აწარმოებდა ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რა დროსაც სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული აქვს ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ უზრუნველყო შ-----–----------- სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო ნებართვებით, რაც არ შეიძლებოდა შპს „მ–-----------------“ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გამხდარიყო. იგი ასრულებდა დამკვეთის ა--------------–----–------------------- საპროექტო სამუშაოებს, რა დროსაც მან შეასრულა ის სამუშაო რაც გამგეობამ დაუკვეთა. ამავე დადგენილებაში სასამართლომ განმარტა, რომ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #--- დადგენილების 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამინისტროსათვის განცხადებით უნდა მიემართა დაინტერესებულ პირს - ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას (და არა შპ----–-----------) და შესაბამისად, შ-----–------------ ქმედებით გარემოს ზიანი არ მისდგომია.
ამდენად, ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის 2016 წლის 31 მაისის დადგენილების სამოტივაციო ნაწილით იკვეთება, რომ შ-----–------------ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა არა იმ საფუძვლით რომ სადავო სამართალლდარღვევები არ მომხდარა (1. ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების ფაქტი, 2. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი; 3. წიაღით უკანონო სარგებლობის ანუ ქვიშა -ხრეშის მოპოვების ფაქტი და 4. ტყის ფონდის ტერიტორიის მითვისება კაპიტალური შენობა - ნაგებობის განთავსება), არამედ იმ საფუძვლით, რომ შ-----–----------- არ წარმოადგენდა აღნიშნული სამართალლდარღვევების ჩამდენ სუბიექტს, რაც არ გამორიცხავს, სადავო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით გარემოსათვის ზიანის მიყენების გამო, ა--------------–----–------------------- პასუხისმგებლობას, ვინაიდან, იგი სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ნებართვის გარეშე, არ იყო უფლებამოსილი მიმწოდებლისთვის დაევალებინა სამუშაოების განხორციელება.
10.8. რაც შეეხება, აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–----- მარტის დადგენილებით უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ შპ----–----------- ქვიშა-ხრეში შეძენილი აქვს სხვა კომპანიებისაგან, რის გამოც წიაღით უკანონო სარგებლობის ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ფაქტიდან გამომდინარე, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს, პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ოქმით სამართალდარღვევად მიჩნეულია ქვიშა-ხრეშის მოპოვება და არა გამოყენება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ შ-----–----------- სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად სხვა კომპანიებისაგან იძენდა ქვიშას, არ გამორიცხავს სადავო ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო მომდგარი ზიანის ანაზღაურების საფუძველს (მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ნიადაგის ქანებიდან ამოჭრილი/ამოღებული ქვიშა-ხრეში იქვე ტერიტორიაზე იყრებოდა და ნიადაგში იყო აზელილი, ამიტომაც დადგინდა უკანონო მოპოვების ფაქტი და არა გამოყენების ფაქტი - იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
10.9. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი: გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება განხორციელებულია „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N-- დადგენილების მე-4 მუხლის (მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი) საფუძველზე, რომლის შესაბამისად ად------------–----–---------------- მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარემოს მიადგა 12935.85 ლარის ოდენობით ზიანი. (დაანგარიშების წესი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი).
10.10. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა მატერიალური ზიანის დაკისრების წინაპირობების არსებობა. მოპასუხემ კი ვერ დაადასტურა მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე - ად------------–----–---------------- მხრიდან მისი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - ად------------–----–----------------თვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
12. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ად------------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან;
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე