„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5663-რს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.019764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

„მუხლი 92. დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ან/და გამარტივებული პროცედურა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5663-რს