1. საწარმოს წერილობითი მოსაზრებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 1 დღის ვადაში, კომისიის აპარატი ადმინისტრაციული წარმოების მასალას სრულად გადაუგზავნის საზოგადოებრივ დამცველს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი წერილობით განაცხადებს უარს აღნიშნულის თაობაზე.

2. საზოგადოებრივი დამცველი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების მასალის მიღებიდან 10 დღის ვადაში,  სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომისიას წარუდგინოს წერილობითი მოსაზრება.

3. საზოგადოებრივი დამცველის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოსაზრებას კომისიის აპარატი დაუყოვნებლივ უგზავნის მხარეებს. მხარეებს უფლება აქვთ, კომისიას წარუდგინონ დამატებითი მოსაზრებები საზოგადოებრივი დამცველის მოსაზრების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, თუ კომისიის აპარატის წერილობით მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებულ