წარმოების
შეჩერება, შეჩერების
ვადები და განახლება

1. კომისია უფლებამოსილია, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სადავო საკითხის ერთ-ერთ მხარედ მყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, თუ ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას;

ბ) თუ კომისია დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია;

გ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ;

დ) თუ მხარეები ითხოვენ ვადას დავის მორიგებით დასრულების მიზნით და კომისია დაეთანხმა მხარეთა მოთხოვნას;

ე) სხვა შემთხვევებში, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2. კომისია ადმინისტრაციულ წარმოებას შეაჩერებს ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, შესაბამისი მხარდაჭერის (მათ შორის დროებითი) მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;

გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების  კანონიერ ძალაში შესვლამდე;

დ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის მიერ განსაზღვრული ვადით.

3. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე კომისიის  ცალკე გადაწყვეტილება არ მიიღება.

4. ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდება მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგო