წარმოების
შეწყვეტა
1. კომისია, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, თუ:
ა) არ არსებობს დავის საგანი;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) გარდაიცვალა დაინტერესებული პირი ან განხორციელდა იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს და სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
ე) განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენმა პირმა უარი თქვა განცხადებაზე/ადმინისტრაციულ საჩივარზე;
ვ) დავა მორიგებით დასრულდა.
2. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობი