1. წესების მიზანია დაადგინოს საწარმოებს, ასევე, მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვის პროცედურები, განსაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი.
2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს კომისიას იმ სადავო საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს და რომლის გადაწყვეტა წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას.
3. ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სადავო საკითხების განხილვაში მონაწილე პირებისთვი